მანდარინი ძალიან დასაფასებელი ხილია ზამთრის სეზონზე. ის სწორედ მაშინ მწიფდება, როცა განსაკუთრებულად გვჭირდება ვიტამინები - ზამთარში! კიდევ ერთი შესაშუარი თვისება აქვს - მისი დაძალება ბავშვისთვის არასდროს დაგჭირდებათ, რადგან ყველას უყვარს.
მანდარინი ფიტონციდების, ბუნებრივი ანტიბიოტიკების წყაროა, რომელთაც ვირუსებისა და ბაქტერიების განადგურება შეუძლიათ.
ზამთრის პირობებში მანდარინი ვიტამინების ნამდვილი საბადოა, ის დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას ანუ C ვიტამინს შეიცავს. გარდა იმუნურ რეაქციებში მონაწილეობისა, ის აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, რომელიც აუცილებელია ღრძილების, სისხლძარღვების, ძვლების და კბილების ზრდისა და აღდგენისათვის; აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ რკინის ათვისებას; აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.
ასკორბინის მჟავას გარდა, მანდარინი დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს, კალიცუმს, ფოფსორს, კალიუმს შეიცავს. და კიდევ, ის ზამთარში D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.
ეს მზისფერი ციტრუსი აქტიურ ფლავონოიდებს შეიცავს, რომელებიც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქნას უწობენ ხელს, ზრდიან კაპილარების ელასტივობასა და კედლის სიმტკიცეს.
დაწყებითი კლასების ბავშვის ნორმა დღეში ორი მანდარინია, ერთ წლამდე ბავშვებისთვის კი ციტრუსების მიცემა რეკომენდებული არ არის.
ყველაზე ჯანსაღი პროდუქტიც კი შეიძლება საზიანო იყოს, თუ ჭარბად მიირთმევთ. ერთი წლის ასაკიდან შეგიძლიათ პატარას დღეში მანდარინის ერთი ლებანი აჭამოთ. სამი წლის ბავშვს ნახევარი მანდარინიც შეგიძლიათ მისცეთ. უფრო მოზრდილებს და სკოლამდელ ბავშვებს მთელი მანდარინი შეუძლიათ შეჭამონ. უმცროსკლასელებს დღეში ორი მანდარინიც არ აწყენთ.
თუ მანდარინის მიღებისას კანზე გამონაყარი გაჩნდა, ეს ციტრუსის ჭარბად მიღების სიგნალია. მანდარინი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ციტრუსი, ზრდის მადას. ამიტომ საღამოს მისი ჭამა რეკომენდებული არ არის.
„მოზრდილი ადამიანისთვის მანდარინის ნორმა დღეში ხუთამდე შეიძლება გაიზარდოს. მიზანშეწონილია ისინი მთელ დღეზე გაანაწილოთ და ერთბაშად არ მიირთვათ. გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო ტკბილია მანდარინი, რაც მეტ შაქარს შეიცავს, მით უფრო მაღალია მისი გლიკემიური ინდექსი, რაც ნიშნავს, რომ პორცია ნაკლები უნდა იყოს.
საკმაოდ ბევრი მშობელი ჩივის, რომ მანდარინმა ბავშვს "აწყინა". ამ დროს, როგორც წესი, კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებს გულისხმობენ. საქმე ისაა, რომ რატომღაც მანდარინის, ისევე როგორც ბანანის, გარეცხვა ბევრ ოჯახში მიღებული წესი არ არის. შესაბამისად, დაბინძურებული ხილის გაფრქცვნისას ბაქტერიები რბილობზეც ხვდება და ინტოქსიკაციას იწვევს. ამიტომ მანდარინი, ისევე როგორც ვაშლი თუ მსხალი, აუცილებლად უნდა გაირეცხოს.