"ყველაზე ლამაზო, ყველაზე მებრძოლო, ყველაზე ერთგულო" - მარიამ სირბილაძე მოულოდნელად გარდაიცვალა - მშობლები

"ყველაზე ლამაზო, ყველაზე მებრძოლო, ყველაზე ერთგულო" - მარიამ სირბილაძე მოულოდნელად გარდაიცვალა

2023-12-18 19:24:15+04:00

მარიამ სირბილაძეს უამრავი ადამიანი იცნობდა და გულშემატკივრობდა. ის სიმსივნესთან შეუპოვარი ბრძოლის და გამარჯვების ისტორიით გახდა ცნობილი. ბევრი ქალისთვის, ვინც სიმსივნეს ებრძოდა, იყო ბრძოლის მაგალითი და დიდი იმედი. იტალიაში ცხოვრობდა ბოლო წლები და იქვე უამრავ ქართველ ონკოპაციენტს ეხმარებოდა, იყო ბლოგერი, შესანიშნავი კულინარი, ორი შვილის დედა და უბრალოდ კარგი ადამიანი...

სამწუხაროდ, დღეს მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა და ათასობით გულშემატკივარს დაწყვიტა გული...