ლია, ხათუნა, პაატა, ხვიჩა - ერთ დროს პოპულარული სახელები, რომლებიც დავიწყებას ეძლევა და ბავშვებს თითქმის აღარავინ არქმევს - მშობლები

ლია, ხათუნა, პაატა, ხვიჩა - ერთ დროს პოპულარული სახელები, რომლებიც დავიწყებას ეძლევა და ბავშვებს თითქმის აღარავინ არქმევს

2023-12-19 11:09:18+04:00

არის სახელები, რომლებიც წლების წინ საქართველოში განსაკუთრებით პოპულარული იყო, ბევრი მშობელი არქმევდა შვილს, თუმცა დღეს ამ სახელებს წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე მშობელი არქმევს შვილს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან იშვიათი სახელების სია საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ. სიაში მოხვდა ერთ დროს პოპულარული სახელებიც. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მონაცემები 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 29 ნოემბრამდე პერიოდს ასახავს:

ბიჭის სახელები, რომლებიც ძველად პოპულარული იყო, თუმცა 2023 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბავშვს დაარქვეს:

ანზორ, ანზორი, ბაგრატ, ბაქარ, ბეჟანა, ბერდია, ბერიკა, ბესარიონ, ბიჭიკო, გაიოზი, გალაკტიონ, გალაქტიონ, გიგლა, გიგო, გრიშა, გუჯა, დიონისე, დომენტი, ედუარდი, ემზარი, ვარლამ, ვიქტორი, ზურიკო, თეოდორე, იგორ, ილუშა, კახაბერი, კვირიკე, კლიმენტ, ლუხუმი, პავლე, პაპუნა, როლანდი, ჯამბული, ჯუმბერი.

ბიჭის სახელები, რომლებიც ძველად პოპულარული იყო, თუმცა 2023 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 10 ბავშვს დაარქვეს:

ალეკო, ბაქარი, ბაჩუკი, გურამიკო, გურგენ, ეგნატე, ვასო, რომეო, სპირიდონი, ფრიდონი, ბესო, გივიკო, თორღვა, ნუგზარი, ნიკუშა, ოთარ, ნოდო, მიხეილი, რევაზ, რეზო, უჩა, ანტონი, ბაჩანა, გეორგი, ზაქარია, კობა, კონსტანტინ, მალხაზი, სოლომონ, ამირანი, ბადრი, ზვიად, თეიმურაზი, ტარიელი, ხვიჩა, შალვა, ვახტანგ, კახა, ლადო, მირზა, პაატა, არჩილი, ოთარ, ბაჩო, თამაზი, თევდორე, შოთიკო, ზურაბი, გურამ, ვალერი, რომან.

poto-saxelebi-3-1702970015.jpeg

გოგოს სახელები, რომლებიც ძველად პოპულარული იყო, თუმცა 2023 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთ ბავშვს დაარქვეს:

აზა, ასმათ, ბარბარა, გულვარდი, გულო, დალი, დარიკო, თამილლა, თამო, თამუნა, თამუნია, თინიკო, ირა, ლელუკა, ლენკა, მაგდა, მადონნა, მალვინა, მარგარიტა, მარიკა, მზისა, ნარგიზი, ნესტანი, რაისა, რუსა, რუსლანა, რუსი.

გოგოს სახელები, რომლებიც ძველად პოპულარული იყო, თუმცა 2023 წლის განმავლობაში მაქსიმუმ 10 ბავშვს დაარქვეს:

გულნარა, ზაირა, ინგა, ლალიკო, ლამარა, მანანიკო, მანჩო, რიტა, ეთერი, ვარვარა, ვერიკო, მარინე, ნაირა, ნანი, ნარგიზ, ნელი, ჟანა, ცირა, ირინე, თეკლე, შორენა, სოფიკო, ქრისტი, ირმა, მანანა, მედეა, ნაზი, რუსკა, ხათუნა, ბელა, თამარა, მეგი, რუსუდანი, ლალი, ლია, მარინა, ლენა, მაკა.

სახელები, რომლებიც ნამდვილად ქართული წარმოშობისაა - ზოგიერთი დღესაც პოპულარულია
იშვიათი სახელები, რომლებიც საქართველოში 2023 წლის განმავლობაში ბავშვებს დაარქვეს - სტატისტიკა იუსტიციის სამინისტროდან
ნიცა და გიორგი წლის ყველაზე პოპულარული სახელებია და ყველაზე მეტ ახალშობილს დაარქვეს - ხშირად დარქმეული სახელების ოცეული გოგონებსა და ბიჭებში
სახელები, რომლებიც დრაკონის წელში დაბადებულ ბავშვებს გააძლიერებს და წარმატებაში დაეხმარება

თამარ იაკობაშვილი