ბავშვებსა და მოზარდებში ხერხემლის პათოლოგიებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სკოლიოზია, რომლის ადრეული ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სწორი მკურნალობით დაავადება აღარ პროგრესირებს, თუმცა გართულებულ ფორმებს შესაძლოა, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდეს.
რა არის სკოლიოზის გამომწვევი მიზეზი? – ხერხემლის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ტრისტან ნიშნიანიძე, რომელიც „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს შეუერთდა, განმარტავს, რომ პათოლოგიის გამომწვევი მიზეზები დადგენილი არ არის. დაავადების დროულად მკურნალობისა და 100%-იანი შედეგის მისაღებად პერიოდული სკრინინგი უმნიშვნელოვანესია.
როგორ ვლინდება სკოლიოზი, მკურნალობის რა მეთოდები არსებობს, როდის ხდება ქირურგიული ჩარევა საჭირო და სხვა დეტალებზე ხერხემლის ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ტრისტან ნიშნიანიძე საუბრობს:
- პედიატრიულ ასაკში ყველაზე მეტად გავრცელებულია ხერხემლის სკოლიოზი და კიფოზი. ხერხემლის სკოლიოზი სხვადასხვა ტიპისა დაგენეზისაა. განასხვავებენ სინდრომულ სკოლიოზს, ე.წ თანდაყოლილ სკოლიოზსა და იდიოპათიურისკოლიოზს. იდიოპათიური სკოლიოზი ყველაზე ხშირია და 80% შემთხვევებში ვლინდება.
იდიოპათიური სკოლიოზი ასაკობრივი ჯგუფებიდან გამომდინარე შემდეგნაირად არის დაყოფილი: ინფანტილური იდიოპათიურისკოლიოზი 0-დან 3 წლამდე, ივენილურ-იდიოპათიური სკოლიოზი 3-დან 9 წლამდედა მოზარდთა იდიოპათიური სკოლიოზი 10-დან 16-17 წლამდე.
უნდა აღინიშნოს, რომ იდიოპათიური სკოლიოზის გავრცელება მოზარდებში დაახლოებით 4%-ს შეადგენს. სიტყვა იდიოპათიური კი ნიშნავს „მიზეზს გარეშე“ ანუ მისი გამომწვევი მიზეზი კლასიკურ მედიცინას ჯერჯერობით არ აქვს დადგენილი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სკოლიოზი გოგონებში უფრო გავრცელებულია: 6 გოგონაზე 1 ბიჭი მოდის, თუმცა ამისი მიზეზიც დაუდგენელია.
- წინასწარი გენეტიკური განწყობა არსებობს.სკოლიოზის განვითარების რისკი დაახლოებით 15-17%-ია იმ შემთხვევაში, თუ პირველი ხაზის ნათესავებს (დედას მამას, ბებიას, ბაბუას და სხვა) აღენიშნებოდათ ეს დაავადება.
- რეალურ სკოლიოზთან ამას კავშირი არ აქვს. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება დაკავშირებული იყოს პოსტურალურ სკოლიოზთან ან ტანდეგობის დარღვევასთან. პოსტურალური სკოლიოზიკუნთის სისუსტით არის გამოწვეული, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პრობლემა, მისი მკურნალობაც საკმაოდ მარტივია.
რომ შევაჯამოთ, იდიოპათიური სკოლიოზიანუ ხერხემლის გადახრა ფონტალურ სიბრტყეში 10 და მეტი გრადუსით, ვერ იქნება ვერც მძიმე ჩანთით და ვერც მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული.
აღნიშნული დაავადება ყველაზე ხშირად 10-17 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვლინდება. პუბერტატულ პერიოდში, გოგონების შემთხვევაში 12-13 წლის ასაკში, ხოლო ბიჭებში - 13-14 წლის ასაკში უკვე დაავადების პირველი ნიშნები ჩნდება.
სკოლიოზის პირველი ნიშნები: ასიმეტრიული მხრები და ბეჭის ძვლები და ზურგის ასიმეტრიული ნაოჭები.
არსებობს შემოწმების მარტივი მეთოდი, რომელსაც გადახრის ხერხი ეწოდება: პაციენტი წინ უნდა გადახარო, დააკვირდე ზურგს და თუ შეამჩნევ, რომ ხერხემალი უმნიშვნელოდ არის გამრუდებული და გვხვდება მალების როტაცია, მაშინ საქმე რეალურ სკოლიოზთან გვაქვს.
მალების როტაციის გამო, ნეკნების ერთი ჯგუფი ზედა მარჯვენა მხარეს მცირედით წამოწეულიახოლმე, რაც სკოლიოზის დასაწყისის ერთ-ერთი პირველი ნიშანია. შემდეგ ტარდება რენტგენი, ისმება დიაგნოზი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა.
- დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად ადრეულ დიაგნოსტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ხერხემლის 10 გრადუსამდე გადახრა ნორმაა, ამ დროს პათოლოგიასთან არ გვაქვს საქმე. თუ პაციენტს ასიმეტრია აღენიშნება, ეს დაავადებად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ თუ 10-დან 25 გრადუსამდე გადახრასთან გვაქვს საქმე, ეს უკვე სკოლიოზის საწყისი ფორმაა და პაციენტს დაკვირვება, ვარჯიში და მასაჟი სჭირდება.
- მაგალითად, თუ აღმოვაჩენთ, რომ პაციენტს 25-გრადუსიანი დეფორმაცია აქვს, მაშინვე დავიწყებთ კორსეტის გამოყენებას, რომელიც 70%-იანი ეფექტურობით ხასიათდება და დაავადების პროგრესირებას უშლის ხელს ანუ ხერხემალი რჩება იმ პოზიციაში, რა პოზიციაშიც დავიწყეთ მისი მკურნალობა.
ეს არის სკოლიოზის არაოპერაციული მკურნალობის მეთოდიკა და ამ ეტაპზე ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რეკომენდებულია, კონსერვატიული მკურნალობის დროს 6 თვეში ერთხელ რენტგენით გადამოწმდეს პაციენტის სტატუსი, რადგან შედეგის დანახვა მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი. აგრძელებს თუ არა ხერხემალი გადახრას ან შეჩერდა თუ არა სკოლიოზის პროგრესირება, თვალისთვის უხილავია.
თუ კორსეტის ტარებამ შედეგი არ გამოიღო, ესე იგი, აგრესიულ ფორმასთან გვაქვს საქმე. ბავშვებს გარდატეხის პერიოდში აქსელერაციისა და დეაქსელერაციის ფაზები აქვთ. აქსელერაციის ფაზა ნიშნავს სიმაღლეში ზრდის პერიოდს, ხოლო დეაქსელერაცია ნიშნავს ზრდის დასრულებას, რაც 14-15 წლის ასაკში ხდება.დეაქსელერაციის ფაზაში უკვე რენტგენოლოგიურად ვნახულობთ, რომ ზრდა დასრულებულია და ხერხემლის კიდევ უფრო გადახრის რისკებიც აღარ არსებობს, თუმცა როცა აქსელერაციის მაღალ ფაზაში ხერხემლის გადახრა უკვე დაახლოებით 45 გრადუსს სცდება, მაშინ სხვა გზა აღარ რჩება და ქირურგიული ოპერაცია უნდა ჩატარდეს.
თანამედროვე მიდგომებით, ოპერაცია 45 გრადუსზე მაღალი გადახრის შემთხვევაში ტარდება. ასაკობრივი ჯგუფი კი როგორც წესი, 12-13-14 წელია და ქირურგიული თვალსაზრისით იდეალურ ასაკად მიიჩნევა. ამ დროს ხერხემალი მოქნილია და ჩვენ მიერ ჩატარებულ მანიპულაციას ადვილად ექვემდებარება. ასეთ დროს ჩატარებული ოპერაცია აბსოლუტურად იდეალურ შედეგს გამოიღებს და ხერხემალიც სრულად გასწორდება.
ქირურგიული ოპერაციის ჩატარება შეიძლება 30-40 წლის ასაკშიც, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ხერხემალი უფრო მყიფე ხდება, აღარ არის ელასტიკური და ქირურგის მხრიდან განსაკუთრებული ტექნიკის ფლობასა და უფრო ტრავმულ ჩარევას მოითხოვს.
- სწორ ასაკობრივ ჯგუფში დროულად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ შედეგად ვიღებთ სრულ გამოჯანმრთელებას და სპორტული აქტივობა და ფიზიკური დატვირთვა აბსოლუტურად დასაშვებია.
ზოგადად, სკოლიოზის ქირურგიული მკურნალობის ორი მეთოდი არსებობს: უკანა მიდგომა და წინა მიდგომა. უკანა მიდგომა არის ტრადიციული მეთოდი, რაც გულისხმობს ხერხემალში იმპლანტების, ჭანჭიკების ჩამატებას, რისი საშუალებითაც სწორდება ის. ამ შემთხვევაში,ოპერაცია ტარდება ნეირომონიტორინგის საშუალებით, რადგან ამ ოპერაციებს გარკვეული გართულებები ახლავს და მათ შორის ერთ-ერთი საშიში გართულება არის ნევროლოგიური გართულება, ნევროლოგიურია.
ჩვენთან სწორედ ეს მეთოდი არის ხელმისაწვდომი და დროულად ჩატარების შემთხვევაში, 100%-იანი შედეგით ხასიათდება.
სკოლიოზი გამოხატულია ვიზუალურად, რასაც მოზარდები საკმაოდ სენსიტიურად აღიქვამენ და მენტალური პრობლემებიც შეიძლება შეექმნათ. პათოლოგიამ იშვიათად შეიძლება ახასიათებდეს ტკივილი, იზრდება დეგენერაციულ-დისტროფიული გადაგვარებების რისკი ანუ ხერხემალში დაბერების პროცესი უფრო დიდი სისწრაფით მიმდინარეობს, შეიძლება მოხდეს დისკების დაზიანება, თუმცა ამ შესაძლო გართულებებზე წინასწარ საუბარი რთულია.
თუ პაციენტს დროულად არ ჩაუტარდა მკურნალობა და ხერხემალი 70-80-100 გრადუსზე გადაიხარა, მაშინ უკვე სიცოცხლეს ექმნება საფრთხე. მაღალი გადახრის შემთხვევაში ირღვევა ფილტვების ფუნქცია, რაც პრობლემებს უქმნის გულსისხლძარღვთა სისტემას, იწყება ძლიერი წელის ტკივილები, შეიძლება პაციენტს დაეწყოს ნევროლოგიური გართულებები, ამიტომ ქირურგიული ჩარევა ამ დროს უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ხერხემლის ქირურგიული ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი იწყებს სიარულს, 5 დღეში გაეწერება კლინიკიდან და 3 კვირაში შეძლებს დაუბრუნდეს თავის ცხოვრებასა და საქმიანობას. ოპერაციის შემდეგ ხერხემალში მარტივად რომ ვთქვათ, „ჩახორცება“მაქსიმუმ 6-8 თვის განმავლობაში გრძელდება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ ფიზიკური აქტივობა უკვე დასაშვებია, რადგან ხერხემალი ჩამოყალიბებულია და იდეალური ფორმა აქვს მიღებული.
რადგანაც სკოლიოზის ჩამოყალიბების მიზეზები არ ვიცით, ამიტომ პრევენციაზეც რთულია საუბარი, თუმცა ბავშვი ორთოპედიული თვალსაზრისით ჰარმონიულად უნდა იყოს იმ სპორტში, რომელიც მას მოსწონს. იმ შემთხვევაშიც, თუ მას სკოლიოზი აქვს, ექიმის კონტროლის ქვეშ შეუძლია გააგრძელოს ფიზიკური აქტივობა.
R
.