ბარდის წვნიანი პატარებისთვის (1-2 წლიდან) - მშობლები

ბარდის წვნიანი პატარებისთვის (1-2 წლიდან)

2015-02-21 10:22:42+04:00

ასეთივე მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ ოსპის სუპი ბარდა ძალიან სასარგებლოა ბავშვებისთვისაც და დიდებისთვისაც. ოღონდ უნდა იყიდოთ ასაწონი და არა დაკონსერვებული ბარდა და იმით გააკეთოთ კერძი. მომზადებამდე კარგად უნდა გაირეცხოს და ნახევარი საათით მაინც ჩაალბოთ წყალში, უკეთ მოიხარშება. ასეთივე მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ ოსპის სუპი, რომელიც ასევე ძალიან სასარგებლოა, განსაკუთრებით, კუჭნაწლავისთვის.

ინგრედიენტები

ბარდა – 80 გრ

კარტოფილი – 1 ცალი

სტაფილო – 1 ცალი

ხახვი – 1 ცალი

ნიორი – 1 კბილი

მწვანილი, მარილი გემოვნებით
1 ს.კოვზი ზეთი

მომზადება:

ბარდას წყალი დაასხით ქვაბში და ცეცხლზე დადგით. სანამ ქვაბი წამოდუღდება, დაჭერით ხახვი, კარტოფილი, გახეხეთ სტაფილო. ქვაბი რომ 5-10 წუთი იდუღებს, მერე დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული (შეგიძლიათ, შეამოწმოთ, არის თუ არა ბარდა ოდნავ დარბილებული და ცოტა მოგვიანებითაც ჩაამატოთ დანარჩენი ბოსტნეული. ზოგიერთი ბარდა უფრო გვიან იხარშება). რომ მოიხარშება, დაამატეთ დაჭრილი ნიორი, მწვანილი, მარილი და სხვა საკმაზი გემოვნებით. კიდევ 5 წუთი იხარშოს. ბოლოს მოასხით ცოტა ზეთი.

თუ ბავშვი არ არის მიჩვეული კარგად ღეჭვას, შეგიძლიათ, დაუბლენდეროთ.