ბევრი ოჯახი საახალწლო ნაძვის ხედ ბუნებრივ ნაძვს ირჩევს. მისი გამორჩეული, ბუნებრივი სილამაზე და სურნელი მართლაც შეუდარებელია.
თუმცა, ბუნებრივი ხეებს გარკვეული თავისებურებები გააჩნიათ და არც ნაძვია გამონაკლისი. პათოფიზიოლოგების განმარტებით, ალერგიული რისკები ნაძვის და ფიჭვის ხეებსაც აქვთ.
პირდაპირი კონტაქტით, მაგალითად, თუ ნაძვის ხეს მორთავთ, ალერგია შეიძლება კანზე სიწითლის ან ქავილის სახით გამოვლინდეს. გარდა ამისა, ადამიანს, რომელიც იმ ოთახშია, სადაც ხე დგას, შეიძლება თვალები აუცრემლიანდეს, ცხვირი გაეჭედოს ან ყელის ტკივილი იგრძნოს.
ალერგიის უმცირეს ნიშნებსაც კი ყურადღება სჭირდება, რადგან იგნორირების შემთხვევაში საბოლოოდ სერიოზულ მდგომარეობამდე მიგვიყვანს.
სუნზე და ფისზე ალერგიულმა რეაქციამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული სამედიცინო გადაუდებელი შემთხვევები, როგორიცაა ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება და ანაფილაქსიური შოკიც კი.
მაგრამ მაშინაც კი, თუ არ ხართ ალერგიული, საფრთხე მაინც არსებობს, მით უმეტეს, თუ შინ პატარა ბავშვები არიან. ექსპერტების თქმით, ნაძვის ან ფიჭვის წიწვები შესაძლოა ტყის ცხოველებისა და ფრინველების ნარჩენებს შეიცავდეს.
თუ ხე დაბინძურებულია ფრინველების ნარჩენებით, მათი შესუნთქვის შემთხვევაში შეიძლება ინფექცია, მაგალითად, ორნიტოზი გაჩნდეს. თუ ცხოველებზე ვსაუბრობთ, მათი ბეწვისა თუ განავლის ნარჩენებზე - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი ცხოველი იყო და როგორ მოხვდება ინფექცია ადამიანის ორგანიზმში: შესუნთქვით, კანის დაზიანებით ხის სხვადასხვა მანიპულაციების შედეგად, თუ გადაყლაპვით, მაგალითად, ბავშვმა შეიძლება ნაძვის ხის ტოტი პირში ჩაიდოს.
საბედნიეროდ, ნაძვის ხეზე ალერგია და სხვა ჩამოთვლილი პრობლემები იშვიათია. თუმცა, მშობლებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და გააკონტროლონ, რომ ბავშვმა სადღესასწაულო ხესთან შეხების შემდეგ ხელები დაიბანოს.