ბრიტანელმა ექსპერტებმა გაარკვიეს, რომელი სახელების მფლობელები აღწევენ ცხოვრებაში ყველაზე ხშირად წარმატებას. მათ მუსიკოსების, სპორტსმენების და კინოვარსკვლავების 20 ათასზე მეტი სახელის შემცველი სია გააანალიზეს. აი, რომელი სახელები ლიდერობენ ამ სიაში.
ქეთი, ქეითი ეს სახელი ბერძნული სახელის Katherine-ის ინგლისური ვარიანტია და ნიშნავს "სუფთა, უმწიკვლო, უბიწო". ამ სახელის მქონე წარმატებულ ადამიანებს შორის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი და მსახიობი ქეით უინსლეტი არიან. ამ ფუძისგან წარმოებულ სახელებს ასევე ძლიერი მუხტი გააჩნიათ წარმატების მისღწევად.
Ანა. მომდინარეობს ებრაული სახელიდან ჰანა, რაც "მადლს" ნიშნავს. ამ სახელის ცნობილი მატარებლების სია უსასრულოა.
ელიზაბეტი, ელისაბედი. სახელი ბიბლიური წარმოშობისაა. მისი ებრაული ანალოგია „ელიშევა“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ღმერთს ვფიცავ“. ამ სახელს ხშირად იყენებდნენ სამეფო ოჯახებში.
მერი. ეს სახელი პლანეტაზე ერთ-ერთ უძველესად ითვლება. ერთ-ერთი ვერსიით, მისი ისტორია ძველ ეგვიპტემდე მიდის, სადაც საყვარელ ქალებს მსგავსი სიტყვით უხმობდნენ. სიტყვასიტყვით ნიშნავს "საყვარელს". ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს ამ სახელს.
რობერტ. საერთაშორისო სახელი, რომელიც თანაბრად უხდება სხვადასხვა ეროვნების ადამიანს. სახელის ეტიმოლოგია ძველ გერმანულ ტომებს მიეკუთვნება. რობერტი ნიშნავს "დიდ დიდებას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში არ ქრება". ცნობილი სახეების სახელები თავისთავად საუბრობენ მისი მნიშვნელობის სასარგებლოდ.
მარგარეტი. ამ სახელის ფესვები ლათინურში უნდა ვეძებოთ. ნიშნავს "მარგალიტს". ითვლება, რომ ამ ძლიერ სახელს შეუძლია გოგონებს თავდაჯერებული ხასიათი, გამჭრიახობა და შეუპოვარი ბუნება აჩუქოს.