მშობიარობა 70 წლის ასაკში? – ყველაზე ხანდაზმული დედები და ადრე დაობლებული ბავშვები - მშობლები

მშობიარობა 70 წლის ასაკში? – ყველაზე ხანდაზმული დედები და ადრე დაობლებული ბავშვები

2014-06-28 05:30:39+04:00

ქალმა 67 წლისამ გააჩინა ტყუპი, თუმცა ისინი სამი წლისაც არ იყვნენ, რომ ქალი გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ იტალიის ქალაქ აველინოს მცხოვრებმა 54 წლის ქალმა ყველაზე ხანდაზმული დედების სია შეავსო. ქალმა დაადასტურა, რომ ორსულობა სასურველი და დაგეგმილი იყო, მაგრამ სხვა დეტალები საიდუმლოდ დატოვა. ბავშვი საკეისრო კვეთით გაჩნდა და დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქალები შვილის გაჩენას მხცოვან ასაკში ბედავენ. რამდენიმე თვის წინ ჩინელმა ქალმა 60 წლისამ იმშობიარა – 29 წლის ქალიშვილის დაკარგვის შემდეგ ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა და ტყუპი გააჩინა. თუმცა არც 54 და არც 60 წელი არ გახლავთ "რეკორდი" ხანდაზმულ მშობლებს შორის.

mshoblebi

2005 წელს რუმინელმა ადრიანა ილიესკუმ 67 წლისამ გაიკეთა ხელოვნური განაყოფიერება და ქალიშვილი ელიზა გააჩინა – ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასე ხანდაზმულმა ქალმა გაიკეთა ხელოვნური განაყოფიერება. ახლა მისი გოგონა 9 წლისაა, მის დედას კი იმედი აქვს, რომ იმ დრომდე მაინც იცოცხლებს, როცა მისი გოგონა 20 წლის გახდება.

ესპანელმა მარია კარმენ დელ ბუსადამ ასევე 67 წლისამ გააჩინა ტყუპი, თუმცა ისინი სამი წლისაც არ იყვნენ, რომ ქალი გარდაიცვალა და ბავშვები ობლად დატოვა. პატარა კრისტიანი და პო ბარსელონაში გაჩნდნენ 2006 წელს. მანამდე მარია კარმენს ოჯახის წევრები სთხოვდნენ, გადაეფიქრებინა ეს გადაწყვეტილება, რადგან პენსიონერი ქალი ძალიან ეგოისტურად იქცეოდა – ნათესავები წუხდნენ ხელოვნური განაყოფიერების ძვირად ღირებული თანხების და ასევე იმის გამო, რომ ქალი არც ისე ჯანმრთელი იყო და მისი ბავშვები შემდეგში მათი მოსავლელები გახდებოდნენ.

mshoblebi

ასეც მოხდა. ქალმა სახლი გაყიდა 45 ათას ევროდ, რომ დონორის სპერმატოზოიდები და კვერცხუჯრედები ეყიდა. მერე კი განაყოფიერება გაიკეთა და ტყუპი გააჩინა. ქალს იმედი ჰქონია, რომ 101 წლამდე იცოცხლებდა, დედამისივით. თუმცა... მშობიარობიდან რამდენიმე თვეში სიმსივნე აღმოუჩინეს და სამ წელიწადში გარდაიცვალა კიდეც.

mshoblebi

თუმცა ყველაზე მხცოვანი დედა მაინც ინდოელი რაჯო დევია – ინდოელი ფერმერის ცოლი. წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავდა, თუმცა კაცი ვაჟზე ოცნებობდა. მოხუცმა ცოლ-ქმარმა ბევრი ფიქრის შემდეგ ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება გადაწყვიტა. საბოლოოდ ტყუპი ვაჟი გააჩინა და ქმარს სიცოცხლის უკანასკნელი დიდი ბედნიერება აჩუქა.

ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ნაყოფი 80 წლის ქალის ორგანიზმშიც კი წარმატებით ვითარდება. ერთ ეგ არის, რომ შვილის გასაზრდელად რჩება ცოტა დრო და ბევრი ადამიანის აზრით, ამგვარი გადაწყვეტილება ძალიან ეგოისტურია გაჩენილი ბავშვების მიმართ – ისინი ხომ ადრე დასაობლებლად არიან განწირულნი...