წელს ბევრი დაიწერა და ითქვა იმაზე, თუ როგორი ტიპის ნაძვის ხეებია უფრო ტრენდში 2024 წლის შესახვედრად. ყველაზე აქტუალური ბოლო პერიოდში ნათურებით ან "სანთლებით" გაფორმებული ნაძვია, სათამაშოების გარეშე, თუმცა სახლურ ახალ წელს მაინც უხდება ბევრი სათამაშო, რომლებიც სხვადასხვა მოგონებასთან ასოცირდება.
გარდა ტრენდებისა და ტრადიციებისა, გამორჩეულ ნაძვის ხეებზეც შეაჩერა ზოგიერთმა არჩევანი, მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმაც.
მაგალითად, შორენა ბეგაშვილი წელს ვარდისფერი ნაძვით ხვდება ახალ წელს.
გიორგი გასვიანსა და მარიტა მელიქიშვილს კი თეთრი ნაძვის ხე აქვთ.
გამორჩეულია სხვებისგან ქრისტინე იმედაძის ნაძვის ხეც.
თამუნა ვაშალომიძემ კი წელს ორი ნაძვის ხე დადგა.