ექიმები გულის შეტევისა და ინსულტის ნაკლებად ცნობილ რისკ-ფაქტორზე გვაფრთხილებენ, რომელიც ადამიანთა 20%-ში გვხვდება.
კარდიოლოგ სეთ ბაუმის თქმით, ეს ნიშანი ინფარქტისა და ინსულტის მაღალ რისკზე მიუთითებს. მან თავისი მოსაზრებები Fox News-ს გაუზიარა.
ბაუმის თქმით, სისხლში ლიპოპროტეინის მაღალმა დონემ შეიძლება მომავალში გულის პრობლემები გამოიწვიოს. ექიმმა განმარტა, რომ ეს ცილა შეიცავს ნივთიერებას, რომელიც მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს იწვევს.
„პირველ რიგში, ეს იწვევს ათეროსკლეროზს, რომელიც არტერიებში ცხიმებისა და ქოლესტერინის დაგროვებას ნიშნავს. მეორეც, ის ანთების პროვოცირებას იწვევს, რაც ხელს უწყობს სისხლის შედედებას, ნადების წარმოქმნას და ინფარქტის რისკს ზრდის“, - ამბობს ბაუმი.
მისივე თქმით, ლიპოპროტეინის დონე ადამიანების დაახლოებით 20 პროცენტშია მომატებული. ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზები, კარდიოლოგის აზრით, შეიძლება იყოს გენეტიკა, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელების დაავადებები ან მენოპაუზა.
ექიმის თქმით, ცილის კონცენტრაციის შემცირება მედიკამენტებით ან დიეტით შეუძლებელია. თუმცა, მათ, ვისაც სურს თავიდან აიცილოს ინფარქტი და ინსულტი, შეუძლია სხვა რისკ ფაქტორების შემცირებაზე იზრუნოს.