ჯიფსი ბლანშარის ამბავმა 2016 წელს მსოფლიო შეძრა. გოგონამ მეგობარ ბიჭთან ერთად დედის მკვლელობა დაგეგმა და 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა როცა დანაშაულის მიზეზები გაირკვა, საზოგადოება კიდევ უფრო მეტად შეშფოთდა. როგორც გაირკვა, გოგონას დედა კლოდინ ბლანშარი 23 წლის განმავლობაში მას მძიმე ავადმყოფად ასაღებდა, ეტლით დაატარებდა, უტარებდა ათასგვარ კვლევას და ანალიზს და გოგონასაც აჯერებდა, რომ მძიმე დიაგნოზი ჰქონდა. როგორც მოგვიანებით ექიმებმა დაადგინეს, ქალს მიუნჰაუზენის სინდრომი ჰქონდა - ეს აშლილობაა, როცა ადამიანი ან თავად იგონებს დაავადებას და მის სიმპტომებს, ან მზრუნველობის ქვეშ მყოფს აჯერებს, რომ ის ავად არის.
როგორც ითქვა, საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. გოგონა ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს - 2023 წლის 28 დეკემბერს. ახლა ის როუზ ბლანშარია და სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, უამრავი გამომწერიც ჰყავს. ამბობენ, რომ ორი წლის წინ ციხეში იქორწინა ვინმე რაიან ანდერსონზე, რომელიც ხშირად აკითხავდა ციხეში.
იხილეთ ვრცლად ჯიფსის ტრაგიკული ამბავი: