გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა მელაძე უგონო მდგომარეობაშია მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. ვალერი მელაძემ ყველა დაგეგმილი კონცერტი და ღონისძიება გააუქმა და მასთან ჩავიდა. მამამისს კოვიდის შემდგომ დაეწყო სირთულეები და ახლა რეანიმაციაშია. შოთა მელაძე 90 წლისაა.
ჯერჯერობით უცნობია, მასთან ერთად არის თუ არა ძმა კონსტანტინე მელაძე.
ცნობილია, რომ ბოლო დროს მელაძე რუსეთში აღარ ატარებს კონცერტებს. მას მერე, რაც უკრაინის არმიის მხარდასაჭერად იმღერა, რუსეთში დაბლოკეს და მხოლოდ საზღვრებს გარეთ მღერის. რუსულ პრესაში წერენ, რომ ამან მის ფინანსურ მდგომარეობაზე მკვეთრად იმოქმედა.