უფროსი თაობისთვის, რომელიც კოლექტივიზმისა და კომუნიზმის ეპოქაში გაიზარდა, პირადი საზღვრების თემა შეიძლება სრულიად გაუგებარი იყოს.ახალი თაობა კი სრულიად განსხვავებულია. 5-6 წლის ბავშვს შეუძლია მტკიცედ უთხრას დედას, რომ ის არღვევს მის პირად საზღვრებს და პირად სივრცეს. ხანდახან გვეჩვენება, რომ ეს უხეშობაა, მაგრამ ფსიქოლოგებიი გვამშვიდებენ: თუ შვილისგან ასეთი ფრაზა გსმენიათ, ეს ნიშნავს, რომ კარგი დედა ხართ.
ჩვენი შვილები ინდივიდუალიზაციის ეპოქაში ცხოვრობენ. ყველაზე მაგარი და წარმატებული ის არის, ვინც არ ჰგავს სხვებს, ვინც არ არის ერთ-ერთი მრავალთაგანი. ამიტომ ბავშვებისგან სულ უფრო ხშირად გვესმის პირადი სივრცის შესახებ. და, თუ თქვენმა შვილმა გითხრათ ეს, ესე იგი მან იცის პირადი საზღვრების შესახებ. მეორეც, მას არ ეშინია ამის ხმამაღლა თქმა თქვენთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ეშინია თქვენი.
დღეს მშობლებს ძალიან აღიზიანებთ, როცა ვინმე მათ შვილს აწყენინებს, მაგრამ ამავე დროს, შეიძლება ყველაზე ხშირად თავად არღვევდნენ ბავშვის პირად საზღვრებს.
წარმოგიდგენთ სიტუაციებს, როცა მშობელი თავისდაუნებურად იჭრება ბავშვის პირად სივრცეში:
კარზე დაკაკუნება - ეს არის ზუსტად ის, რითაც ბავშვი იგრძნობს, რომ მას საკუთარი სივრცე აქვს. ბავშვის ოთახში შესვლისას ყოველთვის უნდა დააკაკუნოთ. მაშინაც კი, თუ კარი ღიაა ან ოდნავ შეღებული, უნდა გააფრთხილოთ, რომ შედიხართ. და ეს უნდა გაკეთდეს იმ მომენტიდან, როდიდანაც ბავშვს პირადი სივრცე ექნება, თუნდაც სამი წლის და თუნდაც ერთი წლის ასაკში. პირადი საზღვრების ჩამოყალიბება, საკუთარი სივრცის განცდა აუცილებელია.
ეს ეხება არა მხოლოდ ოთახს - ყველას არ აქვს შესაძლებლობა ცალკე ოთახი გამოყოს ბავშვისთვის. მაგრამ მას ხომ აქვს საკუთარი ტერიტორია: მაგიდა, რომელზეც მისი ნივთები აწყვია, კარადა, რომლებსაც არავინ ეხება.
ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვრები სხეულის საზღვრებია. ვსაუბრობთ სიტუაციებზე, როდესაც თითქოს საუკეთესო ზრახვით ვიქცევით, მაგრამ ამავდროულად, ბავშვს დისკომფორტს ვუქმნით.
მაგალითად, ჩამოვიდა ნათესავი, რომელსაც ბავშვი წელიწადში ერთხელ ნახულობს. მისთვის ის უცნობი ადამიანია, მას შეჩვეული არ არის. და მშობლები რას ამბობენ? „მიდი, აკოცე ბიძიას/დეიდას“ - ანუ ვაიძულებთ ბავშვს, დაარღვიოს სხეულის საზღვრები, როცა მას ეს არ სურს. უმარტივესი გზაა, სტუმარს აუხსნათ, რომ ბავშვი მას უცხოდ თვლის და სთხოვოთ, ცოტა დრო მისცეს, რომ შეეჩვიოს. ადეკვატური ადამიანი გაიგებს და არ ეწყინება
აქ საუბარია 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებზე. რეგულარულად მშობლებთან ერთად ძილი საზღვრების დარღვევად იქცევა. ბავშვს და მშობლებს ცალკე საწოლი უნდა ჰქონდეთ და ცალ-ცალკე ეძინოთ, თუმცა ხანდახან ამ წესის დარღვევა შეიძლება, თუნდაც როცა ბავშვი ავად არის. როცა დედას ცხრა წლის შვილთან სძინავს მუდმივად, ეს არღვევს პიროვნულ საზღვრებს. დედასთან ცოტა ხნით ჩაწოლა კარგია, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს მუდმივი ხასიათი.
პატარასთან ყველაფერი ნათელია: სანამ ის არ ისწავლის, როგორ მოიქცეს აბაზანაში, მისი მარტო დატოვება საშიშია. მაგრამ ბავშვი სწრაფად გაიზრდება.
2 წლის ასაკიდან უკვე უნდა დაიწყოთ სწავლება, თუ როგორ დაიბანის სხეულის ესა თუ ის ნაწილი. 4 წლის ასაკში უკვე შეძლებს მთლიანად დაიბანოს თავი. ამ დროს მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ გრძელი თმის დაბანაში.
ბავშვების სასქესო ორგანოებზე ზრდასრულის ხელები პრაქტიკულად არ უნდა ხვდებოდეს. ეს არის თქვენი ბავშვის სხეულის მნიშვნელოვანი საზღვრები და უნდა იცოდეს, რომ იქ არავინ არ უნდა შეეხოს. იკითხავთ, რა არის ცუდი იმაში, რომ დედა შვილს აბაზანაში ეხმარება? ბავშვები ეჩვევიან, რომ იქ შეხება ნორმაა და ასეთ შეხებას არასწორად აღარ ჩათვლიან.
ძალიან მნიშვნელოვანია აუხსნათ შვილებს, რომ არავის აქვს უფლება ტრუსებით დაფარულ ადგილებში შეეხოს, გარდა მშობლებისა და ექიმისა მშობლის თანდასწრებით. როდესაც დედა 7-8 წლის შვილს ბანს, აჩვევს, რომ ინტიმულ ადგილებზე შეხება დასაშვებია. ეს პირდაპირ ემუქრება თქვენი შვილის უსაფრთხოებას.
„არა“ ბავშვის ერთ-ერთი პირველი სიტყვაა. თავდაპირველად მისი „არა“ პრობლემა არ არის, მაგრამ მოგვიანებით მშობლები ჯიუტი ბავშვის „გატეხვას“ იწყებენ. რა თქმა უნდა, მშობელმა უკეთ იცის, რა როგორ ჯობია, მაგრამ ხისტი მიდგომები საჭირო არ არის.
ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ბავშვს ეწყება „არა, არ მინდას“ პერიოდი, მიაჩვიოთ მოლაპარაკებას. მაგალითად, ნუ აიძულებ წვნიანის ჭამოს, თუ არ სურს. მისი ჯანსღი ალტერნატივის მოძებნა შესაძლებელია. თუ საქმე უსაფრთხოებას არ ეხება, ბავშვს აქვს უფლება, თქვას არა და უფროსებმა ამას პატივი უნდა სცენ ნებისმიერ ასაკში.
პატივისცემა გამოიხატება სწორედ იმაში, რომ ვარიანტები შესთავაზოთ ან აუხსნათ, რატომ უნდა დაგემორჩილოთ ახლა. ეს ჩვეულებრივი მოლაპარაკების პროცესია, რომელიც ბავშვს თავად უნდა ასწავლოთ. ხანდახან შეგიძლიათ შეაქოთ კიდეც იმისთვის, რომ მან თავისი არჩევანი ბოლომდე დაიცვა. თუმცა, გაითვალისწინეთ, ეს არის სიტუაციები, რომლებიც უსაფრთხოებასთან კავშირში არ არის. გზაზე გადარბენის, აივნის მოაჯირზე გადაკიდების და სხვა საშიში მოქმედებებისას, რა თქმა უნდა, გადამჭრელი ზომების მიღებაა საჭირო.