საქართველოში მოქალაქეს უფლება აქვს, სახელი და გვარი შეიცვალოს და ამისთვის სხვადასხვა პროცედურა გაიაროს. დეტალური ინფორმაცია იუსტიციის სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მათი ინფორმაციით, საქართველოში სახელისა და გვარის შეცვლის უფლება აქვს:
გასათვალისწინებელია, რომ შეცვლილი მონაცემების შემდეგ, ადამიანი ვალდებულია, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც შეცვალოს.
აღსანიშნავია, რომ სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ:
სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.
სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მინიჭებული გვარი, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაბადების აქტი რეგისტრირებულია საქართველოში და სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ პირისთვის სხვა გვარის მინიჭების შემდეგ მან საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა. ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:
გასათვალისწინებელია, რომ გვარის შეცვლის გარკვეული საფუძვლების შემთხვევაში სრულწლოვან პირს შეუძლია გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ.
პირებზე , რომლებმაც 2017 წლის 28 მარტის შემდგომ შეიცვალეს გვარი, ვრცელდება ახალი კანონით დადგენილი გვარის შეცვლის რაოდენობრივი შეზღუდვა, შესაბამისი საფუძვლით გვარის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში.
სრულწლოვანმა პირმა;
6 წლამდე არასრულწლოვანის კანონიერმა წარმომადგენელმა;
16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია სახელის ან/და გვარის შეცვლის; გვარის დადგენის; გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას; შესაბამისი წარმომადგენლობის უფლების მქონე (მინდობილმა) პირმა, თუ დაინტერესებულ პირს არ შეუძლია გადაადგილება მძიმე ავადმყოფობის ან ფიზიკური მდგომარეობის გამო, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით.
იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით სხვა დოკუმენტებიცაა წარსადგენი.
სახელის ან/და გვარის შეცვლა ხორციელდება განცხადების წარდგენიდან მე-60 კალენდარულ დღეს. მომსახურების საფასურია -75 ლარი; დაუშვებელია სახელის ან/და გვარის შეცვლა დაჩქარებული წესით.
თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ.
განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა;
დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე.
16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია და მასზე არ ვრცელდება კანონით დადგენილი შეღავათი;
ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ იუსტიციის სახის გვერდზე.