გოჩა ჩერტკოევისა და შორენა გაჩეჩილაძის ვაჟმა ლევანმა ცოტა ხნის წინ იქორწინა თავის რჩეულზე - შენონზე.
თუმცა წყვილმა გადაწყვიტა, რომ ჯვარი საქართველოში დაეწერა და დიდი ქორწილიც აქ გადაეხადა.
მართლაც, ლევანმა და შენონმა სამებაში დაიწერეს ჯვარი, მერე კი რესტორანში, ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად გადაიხადეს ქორწილი, სადაც იყო ბევრი ქართული ცეკვა, სიმღერები და ჩურჩხელების ამოვლებაც კი შესთავაზეს სტუმრებს. თამადა კი გიორგი გასვიანი გახლდათ.