ლევან და შენონ ჩერტკოევების ქორწილს, რა თქმა უნდა, არ ჩაუვლია ცეკვების გარეშე. საღამოს ყველა ცეკვავდა, მათ შორის, სიძის ცნობილი მოცეკვავე მშობლები - გოჩა და შორენა ჩერტკოევები. ასევე იცეკვეს შორენას ძმამ - რატი გაჩეჩილაძემ და მისმა მეუღლემ კარინა ლისენკომ. ლევანმა დედასთან ერთადაც შეასრულა ერთი ცეკვა და მეუღლესთან ერთადაც. გიორგი გასვიანი ქორწილში თამადა იყო და შემდეგ მანაც იცეკვა მეუღლესთან ერთად, რომელიც შესანიშნავი მოცეკვავეა.