იოანე და ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელების ვაჟი ბაგრატი 3 წლის გახდა. დაბადების დღის ამსახველი ფოტოსესია სოციალურ ქსელში დედამ, ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელმა გაავრცელა.



ბატონიშვილმა დღეობა მეგობრებთან და საყვარელი გმირებთან ერთად აღნიშნა.



ბატონიშვილი ბაგრატ ბაგრატიონი საქართველოს სამეფო დინასტიის, ასევე ესპანეთის და საფრანგეთის ბორბონების, გერმანია-ბავარიის ვიტელსბახების და ავსტრიის ჰაბსბურგების ევროპული სამეფო დინასტიების შთამომავალია.