კახა კალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, საზოგადოებას ხშირად ესაუბრება ამ პლატფორმიდან აქტუალურ თემებზე. ქალაქის მერის ჩაცმის სტილი რომ ყოველთვის გამორჩეულია, ამას მისი მოწინააღმდეგეები და მომხრეები ერთხმად აღიარებენ. ვიდეოში, სადაც კახი ახალი საბავშვო ბაღის გახსნის შესახებ საუბრობს, უცნაური ერთი შეხედვით არაფერია, მაგრამ თვალს თუ კომენტარებს გადაავლებთ, ერთ უცნაურობას კი შენიშნავთ.
"ჩემი ბოტასი დამიბრუნე", - უწერს თბილისის მერს მისი უფროსი ვაჟი, რომლის კომენტარსაც ანუკი არეშიძე სიცილით პასუხობს. როგორც აღმოჩნდა, კახის ლუქს, მისი შვილის ბოტასი ამშვენებდა.
კომენატრებში, რა თქმა უნდა, ამ საკითხს განხილვა მოჰყვა.
თეკლა ჟვანია