საბჭოთა წარსულიდან არაერთი კერძი შემოგვრჩა, რომლებიც დღესაც ბევრი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თანამედროვე დიეტოლოგების შეხედულებებით კი ისინი უკვე უსარგებლო, ზოგჯერ მავნე საკვებადაც მოიხსენიება და მოგვიწოდებენ, თანდათან უარი ვთქვათ მათზე.
რძიანი ვერმიშელის ფაფა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საუზმე იყო. მას ბავშვებს ყველა ბაღსა თუ სკოლის ბუფეტში სთავაზობდნენ, ხშირად ამზადებდნენ სახლშიც. ეს ფაფა 80% ნახშირწყლებისგან შედგება, რომლებიც ორგანიზმის მიერ გლუკოზად გარდაიქმნება და მისი შეწოვა სისხლში შაქრის ზრდას უწყობს ხელს. ამ ფონზე მეტაბოლიზმი ნელდება და ცხიმები უფრო აქტიურად წარმოიქმნება.
საბჭოთა მენიუ სადილზე ითვალისწინებდა პირველ და მეორე კერძს. ამიტომ, თითქმის ყოველ დღე სუფრაზე წვნიანს ნახავდით. მას ჩვეულებრივ ამზადებდნენ ხორცის ან ძვლის ნახარშით. საქმე ისაა, რომ ბულიონი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ არ ითვლება. ის ცხოველური ცხიმითა და სხეულისთვის მავნე ტოქსინებითაა გაჯერებული. ბავშვებისთვის კი მიღებული იყო მისი პურჩაყრილი ჭამა. ასე პურით დამძიმებული ბულიონი საზიანოდ მოქმედებდა კუჭზე. ასევე პირველი კერძის სწრაფი მონელება არ აძლევდა ღვიძლს მისი სრულად გაფილტვრის საშუალებას და მავნე კომპონენტები თავისუფლად ტრიალებდნენ მთელ სხეულში.
ჩიტის რძე ყველაზე მოთხოვნადი ტკბილეული იყო, რომელიც ოფიციალურად სსრკ-ში გამოიგონეს და დააპატენტეს. ეს დელიკატესი თავის დროზე საუკეთესო საბჭოთა კონდიტერებმა შექმნეს და სახელიც მათ უწოდეს. მაგრამ მალე მისი შიგთავსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თავიდან ჩიტის რძეში აგარ-აგარზე დაფუძნებული რძის პროდუქტი გამოიყენებოდა. ვინაიდან აგარ-აგარის ნარევი საკმაოდ ძვირი და იშვიათი იყო სსრკ-ში, გოსტმა მისი შეცვლა ბანალური სახამებლით დააკანონა. ცოტა მოგვიანებით, კვერცხი, რომლებიც ასევე დესერტის ნაწილი იყო, შეიცვალა მელანჟით - კვერცხის ცილისა და გულის ხელოვნური ნაზავით. შესაბამისად, ის მავნე და გაყალბებულ ტკბილეულად იქცა.
საბჭოთა ოჯახის სუფრაზე კვირაში რამდენჯერმე ჩნდებოდა კატლეტები, რომლებშიც დიდი დოზით იყო პური. მას ჭამისას დამატებით პურს ატანდნენ და პიურესაც აყოლებდნენ, რაც ორგანიზმისთვის ნახშირცწყლების ნამდვილი ბომბი იყო. პურიანი კატლეტები არარაფინირებულ ზეთშიც იწვებოდა, რაც მას ცხიმს და ტოქსიკურობას მატებდა.
ძეხვეულის შეწვა ასევე მიღებული პრაქტიკა იყო, რომელსაც კვერცხს ასხამდნენ ან გარნირად წინა დღით მოხარშულ მაკარონთან მიირთმევდნენ. მაკარონიც, გაცივების შემდეგ, ისევ ზეთში იყო შემწვარი. ეს კერძი არათუ სასარგებლო, კუჭნაწლავისა და სისხლძრღვებისთვის საკმაოდ დიდი ტვირთი გახლდათ.