ეს მარტივი ტესტი შეამოწმებს, რამდენად სწორად იყენებთ სასვენ ნიშნებს:
1. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი, დაწერა მაინც გამიჭირდა.
- მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი დაწერა მაინც გამიჭირდა.
- მიუხედავად იმისა რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი, დაწერა მაინც გამიჭირდა.
2. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- გვინდოდა, ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.
- გვინდოდა, ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.
- გვინდოდა ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.
3. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- ხან მომწონს, ხან არა, არ ვიცი, რომელი ავირჩიო.
- ხან მომწონს, ხან არა, არ ვიცი რომელი ავირჩიო.
- ხან მომწონს, ხან - არა, არ ვიცი, რომელი ავირჩიო.
4. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- მეგონა გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას... იმედი გამიცრუე.
- მეგონა, გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას. იმედი გამიცრუე.
- მეგონა გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას - იმედი გამიცრუე.
5. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- თუ ფიქრობთ ეს დამაზარალებს, ძალიან ცდებით!
- თუ ფიქრობთ, ეს დამაზარალებს, ძალიან ცდებით!
- თუ, ფიქრობთ, ეს დამაზარალებს ძალიან ცდებით!
6. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- ყველაფერი, რაც დამავალეთ, ფაქტობრივად, მზად მაქვს.
- ყველაფერი რაც დამავალეთ, ფაქტობრივად მზად მაქვს!
- ყველაფერი რაც დამავალეთ, ფაქტობრივად, მზად მაქვს.
7. რომელ წინადადებაში სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- მე წიგნის წაკითხვა მიყვარს, ჩემს ძმას - ეზოში თამაში.
- მე წიგნის წაკითხვა მიყვარს, ჩემს ძმას ეზოში თამაში.
- მე წიგნის წაკითხვა მიყვარს ჩემს ძმას, ეზოში თამაში.
8. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- ჩემი მეზობელი მარინა ამაშუკელი ძალიან კარგი ქალია.
- ჩემი მეზობელი, მარინა ამაშუკელი ძალიან კარგი ქალია.
- ჩემი მეზობელი, მარინა ამაშუკელი, ძალიან კარგი ქალია.
9. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- კარგად რომ წაიკითხო, ბევრი უნდა ივარჯიშო.
- კარგად, რომ წაიკითხო, ბევრი უნდა ივარჯიშო.
- კარგად რომ წაიკითხო ბევრი უნდა ივარჯიშო.
10. რომელი წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- შოთა რუსთაველმა პოემა ვეფხისტყაოსანი მე-12 საუკუნეში დაწერა.
- შოთა რუსთაველმა პოემა "ვეფხისტყაოსანი" მე-12 საუკუნეში დაწერა.
- შოთა რუსთაველმა, პოემა ვეფხისტყაოსანი, მე-12 საუკუნეში დაწერა.
11. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- გინდა, საღამოს სასეირნოდ წავიდეთ?
- გინდა საღამოს, სასეირნოდ წავიდეთ?
- გინდა საღამოს სასეირნოდ წავიდეთ?
12. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- ადრე გართობა მიყვარდა ახლა სახლში ყოფნა მირჩევნია.
- ადრე, გართობა მიყვარდა ახლა სახლში ყოფნა მირჩევნია.
- ადრე გართობა მიყვარდა, ახლა სახლში ყოფნა მირჩევნია.
13. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- ალბათ, ამ პროექტზე ბევრი იფიქრეთ.
- ალბათ ამ პროექტზე, ბევრი იფიქრეთ.
- ალბათ ამ პროექტზე ბევრი იფიქრეთ.
14. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო."
- "მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანაო."
- "მოყვარეს პირში უძრახე მტერს, პირს უკანაო."
15. რომელ წინადადებაშია სასვენი ნიშნები სწორად დასმული?
- "ვინ მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია."
- "ვინ, მოყვარესა არ ეძებს იგი თავისა მტერია."
- "ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია."
სწორი პასუხები:
- მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო საკითხი კარგად ვიცოდი, დაწერა მაინც გამიჭირდა.
- გვინდოდა, ღონისძიებას დავსწრებოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენი გეგმები შეიცვალა.
- ხან მომწონს, ხან - არა, არ ვიცი, რომელი ავირჩიო.
- მეგონა, გაითვალისწინებდი ჩემს რჩევას... იმედი გამიცრუე.