როგორც ცნობილია, ჰოლივუდის ვარსკვლავი რობერტ დე ნირო 79 წლის ასაკში კიდევ ერთხელ გახდა მამა - ამჯერად, მეშვიდე შვილის, რომელიც 35 წლით უმცროსმა ქალბატონმა გაუჩინა. დე ნირო ახლა 80 წლისაა, მისი ქალიშვილი ჯია კი - 9 თვის.
მსახიობი ინტერვიუში მამობაზე საუბრობდა, თუ როგორი საოცარი გრძნობაა ეს და რა სასიამოვნო ემოციებს იწვევს. მას ბიოლოგიური, ნაშვილები და ასევე სუროგატი დედის გაჩენილი შვილები ჰყავს, თუმცა ყველა ერთნაირად უყვარს.
ინტერვიუს ბოლოსკენ მსახიობმა ცრემლები ვერ შეიკავა, როცა საქმე მიდგა ჯიაზე, მის გაზრდაზე... როცა ჯია 20 წლის გახდება, დე ნირო 100 წლის იქნება... ის ღელავს, რომ ვერ ნახავს ჯიას გაზრდას. "ყველაფერი, რაც მაღელვებს და მანერვიულებს, როცა ჯიას ვხედავ. ეს საოცარია. მაგრამ როცა ის გაიზრდება... ვინ იცის... მაგრამ აი ახლა, ის ისე მიყურებს, ისე ფიქრობს და აკვირდება ყველაფერს, ძალიან საყვარელია..."
დე ნიროს მეგობარი ქალი, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 45 წლის ტიფანი ჩენია, მსახიობი და აღმოსავლური ორთაბრძოლების მწვრთნელი.
დე ნიროს პირველ ქორწინებაში, მსახიობ და მომღერალ დაიენ ებოტთან, ერთი გოგონა ჰყავდა აყვანილი შვილად და ძალიან უყვარდა. სწორედ მისი ვაჟი, დე ნიროს შვილიშვილი გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ.
შემდეგ წყვილს საერთო შვილი გაუჩნდა - რაფაელი. მოდელ ტუკი სმიტთან ურთიერთობისას წყვილმა სუროგატ დედას სთხოვა დახმარება და ტყუპი გაიჩნდათ.
1997 წელს მეორედ იქორწინა ოფიცილურად - სტიუარდესა გრეის ჰაიტაუერზე და 1998 წელს ეყოლათ ვაჟი ელიოტი, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. 2011 წელს შეეძინათ ქალიშვილი ჰელენი.
2023 წელს გასაჯაროვდა მისი ურთიერთობა ტიფანისთან, რომელთანაც ვარსკვლავს მეშვიდე შვილი შეეძინა.