მსახიობი ნატა ბერეჟიანი პირველად 22 წლის ასაკში გახდა დედა. მას ბიჭი შეეძინა - დათუნა, რომელიც გამორჩეული გარეგნობით ყოველთვის ყურადღებას იპყრობს.
ნატა ბოლო წლებში აქტიურად იყო დაკავებული კარიერით - როლებით კინოსა და თეატრში. რეჟისორ დათო დოიაშვილთან "მეფე ლირზე" მუშაობისას შეიტყო, რომ 18-წლიანი შუალედის შემდეგ მეორე შვილზეა ორსულად, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ წარმატებით ეთამაშა პრემიერა და სპექტაკლში დღემდე აქტიურად არის ჩართული.
პირველი შვილის გაზრდაში ნატას ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ, ახლა კი გეგმავს, რომ გოგონა თავად გაზარდოს და სადაც საშუალება იქნება, ყველგან თან ატაროს, უნდა, რომ მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმოს შვილს, ისე, რომ საკუთარ საქმესაც არ მოწყდეს.
ფეხმძიმე ნატამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.