ხშირად გვსმენია, რომ ადამიანები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, სასურველ პიროვნებას ან თავი შეაყვარონ, ან სხვისი ოჯახი დაანგრიონ. ცოტამ თუ იცის, რომ ეს საშინელი ქმედება მასზეც ცუდად აისახება. რა გულისხმობს ე.წ. წითელი მაგია და როგორ მოქმედებს ის ადამიანზე, თემაზე "დღის პოსტის" ეთერში ეზოთერიკოსი მაია ყუფარაძე საუბრობს:
- სიყვარული იმდენად დადებითი, კოსმიური ცნებაა, რომ ის ადამიანს უნდა აკეთილშობილებდეს. მაგრამ დაზარალებული ხალხი ხშირად მსტუმრობს... ძალიან დიდ საშინელებას მიმართავენ. არსებობს მხოლოდ ერთი სიყვარული - ღმერთი და მისგან მოდის ყველა სიკეთე და მადლი. იმის საწინააღმდეგო ყველა ქმედება შავ მაგიას, ბოროტ ძალებს უკავშირდება. შავი მაგია სხვაა, თეთრი - სხვა. სიყვარულთან დაკავშირებული კი წითელი მაგია, რომელსაც ძალიან ბევრ ადამიანში ვაწყდები. წითელი მაგია სასიყვარულო მაგია, იგივე ჯადოა. წითელი მაგია სასიკვდილო არ არის. ეს დაზომბება, ადამიანის დაბრმავება, მოდუნებაა. თქვენ უყვარხართ, მაგრამ უცებ სხვა შეუყვარდება იმიტომ, რომ ძალები ამისკენ მიმართეს. შავ მაგიაში სასიკვდილო ქმედებები იგულისხმება. ჩემთვის, ორივე მაგია გამორიცხულია. დაზარალებულებს ყველა შემთხვევაში ვეხმარები. ყოველდღე მაქვს ამის მაგალითები. ძალიან ვთხოვ ადამიანებს, დედებსაც, ცოლებსაც, ქმრებსაც, ვიცი, რომ ეს "შავ ხალხთან" ხშირად იყიდება, ვირის ტვინს არ მიმართონ. ეს არის ერთადერთი, რასაც ვერ ვეხმარებით. ვირის ტვინს ძლიერი სინთეზი გააჩნია. მაგალითად, თუ მამაკაცს საყვარელი ჰყავს და ცოლი ვირის ტვინს გამოიყენებს იმ მიზნით, რომ საყვარელს ჩამოაშოროს, მან არ იცის, რომ ამ შემთხვევაში ცოლსაც დაკარგავს. ვირის ტვინის შესახებ ინფორმაცია მითი არ არის. ყველა ვირის ტვინი კი არ გამოიყენება - დედალი ვირის ტვინს იყენებენ. ერთი პერიოდი "შავებმა" წყნეთშიც, კახეთშიც ვირები გაწყვიტეს. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი ცხოველია, მშრომელი, საყვარელი, მაგრამ უტვინოა. ტვინის სინთეზი აქვს ისეთი, რომ არ იწვრთნება. მას საკვებში ურევენ. სინთეზი პირდაპირ ტვინში იჭრება. ადამიანის ტვინის ხნულებს გადაეგლისება და "დებილდება", "ვირდება". ძირითადად, საცოდავ მამაკაცებს უკეთებენ. კრიჭა ეკვრებათ - მე მინახავს ასეთი ადამიანები, ძლივს ლაპარაკობენ. ამას ვერავინ შველის. ვირის ტვინი მოხვდება ორგანიზმში და ჩათვალეთ, რომ ადამიანი სამუდამოდ მოწამლულია. ასეთი ბევრი მყავს ნანახი...
ვიტყვი ხოლმე, სიყვარული ისეთი რამეა, მე თუ ვინმეს შევუყვარდები, თავად უნდა ვიყო ჯადო... მოვაჯადოვო მამაკაცი ჩემი ბუნებით, ხასიათით, გარეგნობით. სიყვარულს თვითონ ადამიანი იწვევს. ასეთი სიყვარული უწყვეტი კავშირია. მოზიდვის სპეციფიკაც არსებობს. ბოლო ორი თვეა სულ მამაკაცები მომმართავენ. შველა უნდათ... რაღაცაში ძალიან დაითარსნენ. იყო შემდგარი, მეწარმე, ბიზნესმენი და რადიკალურად შეიცვალა. იცით რა ხდება ჯადოს დროს? როგორც ადრე ფშავში, ხევსურეთში სასიძოს ასმევდნენ, ხასიათი რომ ეჩვენებინა, როგორი იყო ნასვამი. ნასვამი ადამიანი, როგორც წესი, ვეღარ აკონტროლებს ქცევებს, ნამდვილი "მე" გამოდის წინა პლანზე. ნარკოტიკების დროსაც ასე ხდება და ჯადოს შემთხვევაშიც. ადამიანი არაადეკვატურ პიროვნებად წარმოდგება.
ადამიანს რომ ჯადო აქვს გაკეთებული, უფრო მეტად მისი ოჯახის წევრები ხვდებიან. გუშინ მქონდა ასეთი შემთხვევა. მამაკაცს ვუდუს მაგია ჰქონდა გაკეთებული. ბიზნესი ჩაუკეტეს... ამას კარმულ გადანაცვლებას ვეძახით. მინახავს კაცი, რომელმაც ქალს გაუკეთა ჯადო. ცოლად წაიყვანა, 3 შვილი გაუჩინა, მაგრამ ზომბივითაა... მეუბნებოდა, იცით, როგორი კარგი დედა და ცოლიაო? ვუთხარი: "შენ ეგ ჯადო მომახსნევინე და მერე ვნახოთ, როგორი დედა და ცოლი იქნება-მეთქი." როგორც კი ჯადო მოიხსნება, მაშინვე გაიქცევა...
თუმცა, სასიყვარულო მაგიას ეს პლუსი აქვს: თუნდაც, არ მოვხსნა, 7 წელი მუშაობს. მაგრამ, ამ 7 წლის განმავლობაში ზომბი, ვიღაცის მორჩილი ხარ. როცა ჩემთან მოდის ადამიანი, იმას ბლოკირებაში ვუშვებ, დამცავ თილისმებს ვუმზადებ, რომ თუ კიდევ შეეცდებიან ჯადოს გაკეთებას, მცირე დარტყმა მიიღოს. შესაძლოა, ერთ გამოლოცვაზეც კარგად იყოს, ან საერთოდ არც შეეხოს.