საქართველოს ისტორიისა და ჰაგიოგრაფიის სწავლებასთან დაკავშირებით მარიამ გულედანის სატელევიზიო გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მოგვიანებით გამოჩნდა ვიდეოს უფრო სრული ჩანაწერი, სადაც მარიამი საუბარს სხვაგვარად აგრძელებს და ამბობს, რომ ისტორია თუ არ იცი, არ მგონია, მომავალში რამე გამოგივიდესო. უბრალოდ ხაზს უსვამს არჩევანის შესაძლებლობას...
მარიამის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს მისი ცნობილი მშობლები გამოეხმაურენენ - მუსიკოსი აჩიკო გულედანი და ჟურნალისტი ნინი ბუკია.
"ერთი ამბავი აგიტეხავს, შვილო...
სანამ ჰაგიოგრაფიაზე, სწავლების მეთოდებზე, ან ისტორიის ცოდნის აუცილებლობაზე მეასედ დავილაპარაკებთ მე და შენ, ბარემ საჯაროდ გეტყვი: კითხვების დასმის არ მოგერიდოს, არც "სხვა რას იფიქრებს" მაგის. რაც უფრო მეტს გდევნიან, ან გლანძღავენ, უფრო სწორ გზაზე ხარ, იცოდე.
მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ"ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ.
მოკლედ, შენ გზაზე იარე, მამუს, ისეც და ასეც სულ შენთან ვარ, ან ასტამით, ან ასტამზე..." - წერს აჩიკო გულედანი.
"მამიკოს ყველა სიტყვას ხელსვაწერ!
ტაპი ზაქარიაძის ეშხით აგერ ახლა, იანვარში წავიკითხე ვეფხისტყაოსანი მე პირადად. გადავირიე, გავგიჟდი, მარტო ტარიელზე მეფიქრება, მარა აქამდე მართლა ვერ წავიკითხე. ვერ გავიგე. დამამძიმა. არ მესმოდა და აბა სიყვარული ვის უნდა გაეჩინა ან როგორ ?
მეტი კითხვა დაუსვი შენ თავს და სხვასაც და ყოველთვის თქვი ის, რასაც ფიქრობ. არ არის მარტივი ეგ, მაგრამ "ჩვენ" რომ ვერ შევძელით, ანგარიში რომ გავუწიეთ და ტონს დავუწიეთ, იმიტომ ვართ იქ, სადაც ვართ...
მოკლედ, შენ გზაზე იარე, დე! და მამაშენი და მე, სულ იქვე ვართ. ხან ყვავილით, ხან დუბინკით და ვაბშე ყველაფრით შენ თუ გინდა...
არ მ******ს ტვინი მართლა და მართლა??!!" - წერს ნინი ბუკია.