თუკი 2 კვირის განმავლობაში შაქარზე სრულად იტყვით უარს, თქვენი ორგანიზმი, ენერგია, განწყობა და ზოგადი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. კონკრეტულად კი აი, რას იგრძნობს თქვენი სხეული უშაქრო რეჟიმზე გადაყვანისას.
პირველ რიგში, სახის ფორმა იცვლება. მრგვალი, შეშუპებული ფორმის ნაცვლად ის ბევრად უფრო თხელი ხდება. ცვლილება მხოლოდ სახეზე არ გამოიხატება. რა თქმა უნდა, სხეულის პარამეტრებიც იცვლება. თუკი 2 კვირის განმავლობაში შაქარზე უარს იტყვით, ნახავთ, რომ მუცლის ცხიმი შემცირებას დაიწყებს. ასევე, გაქრება ცხიმი ღვიძლიდანაც. შაქარი და ცხიმი ორგანიზმისათვის ენერგიის მთავარი წყაროა. როდესაც შაქარს არ მიიღებთ, სხეული ცხიმს გამოყენებს, შესაბამისად კი, წვას დაიწყებს. შედეგად, სხეული ზედმეტი ცხიმისაგან გათავისუფლდება.
როდესაც დიაბეტის ჩამოყალიბებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი გვახსენდება: ცხოვრების სტილი და გენები. ცხოვრების სტილში ცხიმიანი, არაჯანსაღი საკვები პროდუქტების მიღება, უმოძრაო, ან კიდევ ნაკლები ფიზიკური აქტივობა მოიაზრება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი შაქარია, რომელსაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ვიყენებთ.
კიდევ ერთი შედეგი, რასაც დაინახავთ, თუ 2 კვირის განმავლობაში შაქარზე სრულად იტყვით უარს არის ის, რომ ღამით საპირფარეშოში ხშირად წასვლა აღარ მოგინდებათ. რადგანაც, ზედმეტი წყალი შაქარს მიჰყვება. დილამდე მშვიდად ძილს შეძლებთ. სრულყოფილად გამოძინება კი ორგანიზმისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორგანიზმის ენერგიის მთავარი წყარო შაქარი და ცხიმია. როდესაც შაქარზე უარს იტყვით, ორგანიზმი ენერგიისათვის ცხიმს გამოიყენებს - ცხიმის დაწვას დაიწყებს. ზედმეტი კილოგრამებისაგან გათავისუფლდებით და ენერგია მოგემატებათ.
საკვების მიმართ მოთხოვნილება მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ. ასევე, დაგიქვეითდებათ მადა, რადგანაც ამ დროს ორგანიზმი საკუთარი ცხიმით იკვებება. წახემსებების სურვილი აღარ შეგაწუხებთ და კვების შემდეგ სისავსის შეგრძნება დიდხანს გაგყვებათ.
არ დაგავიწყდეთ, რომ შაქარს არა მხოლოდ ფხვნილის და ტკბილეულის ფორმით, არამედ სხვადასხვა პროდუქტისგანაც ვიღებთ. ესენია, მაგალითად: მაკარონი, ორცხობილები, ვაფლი, პიცა, თუ სხვა ისეთი საკვები, რომლებიც დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. ამიტომაც, სპეციალისტების რეკომენდაციაა, დღის განმავლობაში 50 გრამამდე შაქარი ხილისაგან მიიღოთ და არაჯანსაღ პროდუქტებზე უარი თქვათ.