მოდელის და ინფლუენსერის თამუნა ვაშალომიძის უფროსი ქალიშვილი სოფია 6 წლის გახდა. გოგონას ჯერ შინ მიულოცეს დაბადების დღე, ულამაზესი დეკორაციით და ტორტით, საღამოს კი წვეულება მოუწყვეს.
"უკვე დიდი გოგოა. ისე გავიდა 6 წელი, ვერც მივხვდი. სკოლაში შედის და ახალი ეტაპი იწყება მის ცხოვრებაში... მინდა, უბედნიერესი ცხოვრება ჰქონდეს. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როგორი სიყვარული მაქვს სოფის და მაქსიმეს მიმართ", - წერს თამუნა.