საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან დაიწყება და 15 მარტამდე გაგრძელდება - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განგვიცხადეს.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, როგორც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გვითხრეს, ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება და ბავშვები ოფიციალურად უქმე დღეებში დაისვენებენ.
სასწავლო წლის დასრულებამდე კი შემდეგი ოფიციალური უქმე დღეები დარჩა:
ოფიციალურად, სააღდგომო დღეებში დასვენებაა: დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
თამარ იაკობაშვილი