შვიდმა ეგვიპტელმა მიგრანტმა 13 წლის იტალიელი გოგონა ჯგუფურად გააუპატიურა. შემზარავი ინციდენტი ორშაბათს, ბელინის მუნიციპალურ ბაღში მოხდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გოგონას და მის მეგობარ ბიჭს შვიდი უცხოელი მიუახლოვდა. ბიჭი თავდამსხმელებმა სცემეს, ხოლო გოგო გააუპატიურეს. ბავშვების ყვირილის მიუხედავად, მათ დასახმარებლად არავინ მისულა.
პოლიციამ ეჭვმიტანილები მალე დააკავა. იტალიური გაზეთის Il Giornale-ის ცნობით, ისინი 15-18 წლამდე თინეიჯერები არიან, ყველა მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. დაკავების შემდეგ სამი ეჭვმიტანილი კატანიას პიაცა-ლანცას ციხეში გადაიყვანეს, ერთი შინაპატიმრობაში დატოვეს და სამი მიგრანტების მიმღებ ცენტრში დააბრუნეს. განაგრძეთ კითხვა