გამაოგნებელი ფაქტები და დეტალები ამის შესახებ ბევრმა იცის – ჯერ კიოდევ 1979 წელს დაიწყო ჩინეთში ფართომასშტაბიანი კამპანია "ერთი ოჯახი – ერთი ბავშვი". მიზანი იყო მოსახლეობის რაოდენობის მაქსიმალურად შემცირება, რომ 2000 წლისთვის 1,2 მილიარდი ადამიანის ნიშნულისთვის მიეღწიათ. პროცესში პროგრამაში კორექტივებიც შეჰქონდათ. თუმცა ამოცანა ძირითადად შეასრულეს და 2000 წლისთვის მხოლოდ 42,5 მილიონი ადამიანით გადააჭარბეს სასირველ დონეს. გარდა ამისა, 30 მილიონამდე ადამიანი საერთოდ ვერ მოხვდა სტატისტიკაში – ისინი საბუთების გარეშე ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.
თუმცა ჩინეთმა ამ პროგრამის წარმატებისთვის ცოტა მსხვერპლი არ გაიღო. ჩინეთში სერიოზული გენდერული დისბალანსია და მოსახლეობა სწრაფად ბერდება. ქუჩაში გასულიც კი შედარებით იშვიათად დაინახავთ ბავშვს.
ჩინეთში ბავშვები, განსაკუთრებით კი ვაჟი ძალიან უყვართ. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ ბავშვი ოჯახში ლამის გაღმერთების ობიექტი გახდა, მით უმეტეს, რომ ოჯახების უმრავლესობას მართლაც ერთადერთი შვილი ჰყავდა და დღემდე ასეა. ბავშვები იქ ნამდვილ პატარა იმპერატორებად იქცნენ. მშობლები მათ ნებისმიერ კაპრიზს ასრულებენ და საკუთარ თავს ბევრ რამეს უკრძალავენ მათ სასარგებლოდ. ხანდახან ასეთი განებივრება ტრაგიკულ შედეგებამდეც კი მიდის. მაგალითად, წელს იანვარში 13 წლის განებივრებულმა გოგონამ დედა აიძულა, ორსულობის მე-13 კვირაში აბორტი გაეკეთებინა და მისთვის დედმამიშვილი არ გაეჩინა, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმკვლელობით დაემუქრა.
ვინც ცდილობს, კანონს გვერდი აუაროს, დღესაც ჰონკონგში მიდიან შვილის გასაჩენად, სადაც საკუთარი კანონმდებლობა აქვთ.
იმის გამო, რომ ერთი შვილის გაჩენის უფლება ჰქონდათ მხოლოდ, ოჯახები არჩევანს ძირითადად ვაჟის სასარგებლოდ აკეთებდნენ. ამიტომ უმრავლესობა ვაჟი ჩნდებოდა წლების განმავლობაში და ქვეყანამ სერიოზული გენდერული დისბალანსი მიიღო. ამას მოჰყვა ქალების დეფიცინი და ჰომოსექსუალიზმის მკვეთრი ზრდა.
2008 წელს სიჩუანის პროვინციაში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შემდეგ, როცა უამრავი ადამიანი დაიღუპა და ბევრიც დაიკარგა, მთავრობამ ცოტა შეარბილა კანონმდებლობა და პროვინციის მცხოვრებლებს, მშობლებს, რომლებმაც ერთადერთი შვილი დაკარგეს ან დაუინვალიდდათ, ნება მისცეს, კიდევ ერთი შვილი გაეჩინათ.
მას მერე, რაც მთავრობაში ახალი თაობა მოვიდა, კანონი შედარებით შერბილებულია, ცდილობენ, გენდერული დისბალანსი აღადგინონ და პროვინციების უმეტესობაში დართეს ნება, 2 შვილი გააჩინონ. ეს კანონი განსაკუთრებით იმ ოჯახებზე ვრცელდება, რომლებშიც ერთი მშობელი მაინც დედისერთაა.
პეკინში განსაკუთრებით უყვართ ტყუპი. ტყუპის გაჩენა დიდ ბედნიერებად ითვლება – კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში არ უწევთ ჯარიმის გადახდა მეორე ბავშვის გამო.