14 თებერვალს ბევრი წყვილი სიყვარულის დღეს აღნიშნავს. სიყვარულს, საყვარელ ადამიანებს არაერთმა პოეტმა, მწერალმა მიუძღვნა დაუვიწყარი ლექსები თუ პროზაული ნაწარმოებები. დღეს გაგიზიარებთ ტესტს, რომელიც შეამოწმებს თქვენს ცოდნას, რამდენად კარგად გახსოვთ ქართველი პოეტების შემოქმედება სიყვარულზე:
1.ჩასვით გამოტოვებული სიტყვა ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსიდან "სიყვარულო, ძალსა შენსა"
"სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ …?..
2. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნებელს.
მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ."
3. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულს მთვარეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ, დამფალთ სამარეს!
ვაი, სიცოცხლეო უკუღმართო, დანაცარებო!"
4. დაასრულეთ სტროფი შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნიდან"
"ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიჰხვდეს, თუნდა ქუში;
...
5. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! –
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ..."
6. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"ზამთარმა ცივმა და შემპარავმა,
კვლავ მომისია თეთრი ფიფქები
და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ
ის, რაც ვიყავი ანდა ვიქნები.”
7. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"რაც უფრო შორს ხარ - მით უფრო ვტკბები!
მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.
ხელუხლებელი - როგორც მზის სხივი,
მიუწვდომელი - როგორც ედემი."
8. დაასრულეთ სტროფი გიორგი ლეონიძის ლექსიდან "ყივჩაღის პაემანი"
"მოდი! გეძახი ათას წლის მერე,
დამნაცროს ელვამ შენი ტანისა;
...
9. გააგრძელეთ სტროფი ტერენტი გრანელის ლექსიდან "გაზაფხულის საღამო"
"გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი."
10. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ღვარი შლიდეს.”
11. მარიკა ბარათაშვილის რომელი ლექსიდანაა ეს სტროფი?
"მეც სათუთად მივიბნიე იგი მკერდზე,
ჩემს გულშიაც მივუჩინე მყუდრო ბინა,
ვენაცვალე, სხვა საუნჯეს აღარ ვეძებ,
რადგან, ჩემო, შენი გული მაპოვნინა"
12. ვისი ლექსიდანაა შემდეგი სტროფი?
"შენით თენდება,
შენით ღამდება,
შენი ვარ,
შენთან მინდა ხელახლა!
შენა ხარ - რაც მე გამეხარდება,
რაც მეწყინება - ისიც შენა ხარ!"