რუსკა ქარქაშაძე გუშინ გახდა დედა - პატარა ზუკა მოწონელიძე გაჩნდა. დღეს უკვე სოციალურ ქსელში ჩაერთო და დაინტერესებულ გამომწერებს - ძირითადად, ფეხმძიმე ქალბატონებს, გამოცდილება გაუზიარა.
რუსკას თქმით, უბრალოდ შემოწმებაზე იყო მისული, სავარაუდო თარიღამდე 12 დღით ადრე და აღმოჩნდა, რომ სამშობიარო პროცესები დაწყებული ჰქონდა. გაუტკივარება გაუკეთდა და ფიზიოლოგიურად იმშობიარა. მშობიარობას მისი მეუღლე ლაშა მოწონელიძეც დაესწრო. გარდა ამისა, რუსკამ აღნიშნა, რომ იმავე ექიმმა ამშობიარა, ვინც დედამისი თავად რუსკაზე ამშობიარა. თუ როგორი იყო ეს გრძნობა, ეშინოდა თუ არა მშობიარობის და ა.შ., რუსკას სთორებიდან შევიტყობთ: