ვისაც შინ პატარა ბავშვები ჰყავს, მოყრილ-მოყრილი ნივთები პრობლემა სულ აქვს ოჯახების უმრავლებას, ვისაც შინ პატარა ბავშვები ჰყავს, მოყრილ-მოყრილი ნივთები პრობლემა სულ აქვს. ბავშვები ხომ თავინთ ნივთებს მთელს სახლში ფანტავენ. როგორ უნდა მიუჩინოთ ადგილი ამდენ წვრილმან ნივთს? გთავაზობთ რამდენიმე გონივრულ იდეას.
კვერცხის შესანახი ჩვეულებრივი მუყაოს ფირფიტა ძალიან მოხერხებულია სხვადასხვა ფერის ცარცების შესანახად
საცხობ ფორმაში პლასტმასის ჭიქები ჩააწყვეთ და ამით აბავშვო ნივთების მთელი არსენალი დაბინავდება
საკანცელარიო ნივთების შესანახად სათამაშო ვედროები გამოდგება
ბავშვთან ერთად მგზავრობისას რომ ყველაფერი ხელთ გქონდეთ, მანქანის წინა სავარძელს ჯიბეებიანი ორგანაიზერი მიამაგრეთ
ძაფების შესანახი ყუთი გოგონას თმისსამაგრების, სამაჯურებისა თუ საყურეებისთვის კარგი სათავსოა
სწორად შერჩეული პლასტმასის კალათები ბავშვის ჭურჭლის შესანახად გამოგადგებათ
ბავშვის საყვარელი ნივთების ტრანსპორტირება უფრო ადვილი იქნება, თუ ამ ნივთებს ჩვეულებრივ პლასტმასის კონტეინერში მოათავსებთ
სახელმძღვანელოები კარგად თავსდება ჭურჭლის საშრობში
კვერცხის ყუთი ბავშვის წინდების შესანახად გამოგადგებათ
საკანცელარიო ნივთები ერთმანეთში რომ არ ეგრიოთ, ქილები გამოიყენეთ. მათი თავსახურები კი შეგიძლიათ პულვიზატორის დახმარებით ასე გააფორმოთ
ქვედაბოლოების საკიდი ბავშვების ნამუშევრების გამოსაფენად კარგი მოფიქრებაა
ბავშვების სათამაშოები გირჩევთ გამჭვირვალე კონტეინერებში შეინახოთ. ბავშვი უფრო ადვილად მიაგნებს სასურვბელ ნივთს და ყველა ყუთის წამოპირქვავება არ მოგიწევთ