მშობლების შეშფოთება შვილების სმარტფონზე დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, სრულიან სამართლიანია. სამეცნიერო კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ ბავშვისთვის დღეში ორ საათზე მეტი დროის ეკრანის წინ გატარება საზიანოა; ეკრანდამოკიდებულებამ შეიძლება ბავშვის ინტელექტისა და ჯანმრთელობისთვის საშიში შედეგები გამოიწვიოს.
ციფრული დეტოქსიკაციის სპეციალისტი გვირჩევს, თუ როგორ უნდა დაძლიოთ ბავშვის დამოკიდებულება გაჯეტებზე.
ბავშვი რომ ეკრანს გადააჩვიოთ, ამისთვის საუკეთესო გზა ის იქნება, თუ მის თვალწინ თქვენც გამუდმებით ტელეფონში ან კომპიუტერში არ იქნებით თავჩარგული. შეხედეთ საკუთარ თავს შორიდან და საჭიროების შემთხვევაში , ეცადეთ, თქვენი საქციელი მისაბაძი იყოს ბავშვისთვის.
წესები უნდა იყოს რაც შეიძლება მკაფიო და მარტივი, რათა მათმა დარღვევამ ხშირად არ მოგიწიოთ. „ეკრანის დრო“ დღის გარკვეულ მონაკვეთებს და სახლში გარკვეულ ადგილებს დაუკავშირეთ და ამ წესის დაცვაც და მისი კონტროლიც უფრო გაგიადვილდებათ. მაგალითად: „არანაირი კრანი საუზმემდე“, „არანაირი გაჯეტი საძინებელში შუქის ჩაქრობის შემდეგ“.
აუცილებელია, ბავშვებმა ნათლად გაიგონ, რა ელის მათ, თუ ისინი არ დაიცავენ „ეკრანის წესებს“ და მზად უნდა იყვნენ სასჯელის მისაღებად. შედეგები კონკრეტული დარღვევის ტოლფასი უნდა იყოს, არც ისე უმნიშვნელო, მაგრამ არც ისე მძიმე. მათი შესრულება გარდაუვალი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველანაირი წესი და მოლაპარაკება აზრს დაკარგავს.
ინტერნეტში უამრავი „ხაფანგია“ ამა თუ იმ საეჭვო შინაარსის საიტზე „შესატყუებლად“. ამიტომ აუხსენით ბავშვს, რას არ უნდა დააკლიკოს, რომელი ბანერი ან წარწერებია საეჭვო და სახიფათო.
საგანგებოდ დადგით სახლში ყუთი, კალათა ან სხვა კონტეინერი, სადაც მთელი ოჯახის ტელეფონებს შეინახავთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ „ცენტრალური დამტენი ადგილი“ გაჯეტების შეგროვების პუნქტად აქციოთ. სახლში შესვლისთანავე ოჯახის ყველა წევრი სმარტფონებს ამ ადგილას დატოვებს და თავის საქმეებს მიუბრუნდება. კარგი იქნება, ეს სტუმრებსაც სთხოვოთ.
დააწესეთ წესი: ეკრანთან გატარებული ყოველი საათის შემდეგ ბავშვებს სჭირდებათ 15 წუთიანი შესვენება. უფრო მეტიც, იდეალურ შემთხვევაში, ეს შესვენებები უნდა მოეწყოს გარეთ - სუფთა ჰაერზე და ფიზიკურად აქტიური იყოს.
სმარტფონის ეკრანის გადახვევა, სოციალურ ქსელებში კომუნიკაცია, ვიდეოების ყურება ტელევიზორის წინ დივანზე ჯდომისას ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ ასეთი ჩვევა მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იქნას მიღებული. შემოიღეთ წესი, რომელიც კრძალავს რამდენიმე ეკრანის წინ ერთდროულად გადაადგილებას.
ზოგჯერ უმჯობესია ბავშვებს სმარტფონის გარეშე მოწყენის საშუალება მივცეთ, რათა მათ რაიმე გასართობი იპოვონ. მაგრამ თუ მათ რაიმე საინტერესო ერთობლივ აქტივობას შესთავაზებთ, ეს უკეთესი გამოსავალი იქნება. გამოაცხვეთ ნამცხვრები, წადით პიკნიკზე, პარკში, სადაც გნებავთ. მთავარია ბავშვებს შევახსენოთ, რომ სმარტფონის გარდა მათ ირგვლივ უზარმაზარი სამყაროა.
თანამედროვე ოჯახებში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბავშვები და მშობლები ერთმანეთს ძალიან ცოტას ელაპარაკებიან. წესად აქციეთ, დაუყოვნებლივ გამორთოთ და გადადოთ თქვენი სმარტფონი, თუ შვილს ელაპარაკებით და პირიქით.
თუ რამე არასწორედ წარიმართება, ყვირილი და ჩხუბი მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას და გააუქმებს წინა მცდელობებს. სანამ ცეცხლს გადმოაფრქვევთ, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ, რაც შეიძლება მშვიდად ესაუბროთ თქვენს შვილს. აუხსენით რა დააშავა და რისი შეცვლა გსურთ. დაელოდეთ სანამ ბავშვიც დამშვიდდება და შეძლებს მეტ-ნაკლებად მშვიდი ტონით კომუნიკაციას, შემდეგ კი გექნებათ ყველა შანსი კომპრომისს მიაღწიოთ, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება.