მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მეფე ჩარლზ III სიმსივნით დაავადდა, პრესაში აქტიურად დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახს წყევლასავით სდევს ეს მძიმე სენი. ჟურნალისტებს მაშინვე გაახსენდათ, რომ ჩარლზ III-მდე უინძორთა დინასტიის არაერთ მონარქს დაუსვეს კიბოს დიაგნოზი.
დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი "სიბერეა". სწორედ ეს ფორმულირება გაჟღერდა, როცა დედოფალი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელიზაბეტ II-მ დიდხანს იცოცხლა და ბოლომდე სხვადასხვა ღონისძიებაზე დასწრების ძალაც ჰქონდა. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა ინფორმაცია, რომ დედოფალს ძვლის ტვინის კიბოს იშვიათი სახეობა – მიელომა ჰქონდა.
თუ დაუჯერებთ სამეფო ექიმს იან გრიშელდსს, რომელიც ელისაბედს გვერდიდან არ მოშორებია, დედოფალი გარდაცვალების წინა დღესაც შესანიშნავ ფორმაში იყო. მაგრამ ყურადღებიანმა რეპორტიორებმა შენიშნეს, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დედოფლის მკლავზე შესამჩნევი უზარმაზარი სისხლჩაქცევები ჰქონდა, თითქოს მას ინექციები გაუკეთეს ან ანალიზები აუღეს. დედოფალი სიცოცხლის ბოლო წელს ძალიან გახდა და დასუსტდა.
როგორც წესი, ამ დაავადების მქონე ადამიანებს ძვლებისა და სახსრების, გულმკერდის არეში ძლიერი ტკივილი აღენიშნებათ და გადაადგილების პრობლემები ეწყებათ. საბოლოო ჯამში, გული, თირკმელები და მხედველობა ზიანდება. სისხლში კალციუმის მაღალი კონცენტრაციის გამო პაციენტებს გულისრევა, ღებინება, ძილიანობა, ცნობიერების დაძაბვა, კომაც კი უვითარდებათ.
ვინაიდან დაავადება იშვიათია და ცუდად არის შესწავლილი, მისი განვითარების მიზეზებს შორის რადიაციის ზემოქმედება, მემკვიდრეობითი ფაქტორები და ასაკი განიხილება. თუ დედოფალ ელისაბედ II-ს მიელომა ჰქონდა, ჩნდება კითხვა, შეიძლებოდა თუ არა ეს გენეტიკურ ფაქტორს გამოეწვია.
იმის გამო, რომ ცოტა რამ არის ცნობილი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის დაავადებების შესახებ, ბევრი კითხვა და სპეკულაცია ჩნდება. თუმცა დანამდვილებით ცნობილია, რომ ჩარლზ III-ის ბებიას კიბო ორჯერ ჰქონდა. დაახლოებით 60 წლის ასაკში მას მსხვილი ნაწლავის კიბო დაემართა, 80 წლის ასაკში კი - მკერდის კიბო. ორივე ჯერზე დედოფალმა დაამარცხა დაავადება და განიკურნა.
დედა დედოფალი საბოლოოდ 101 წლის ასაკში ძილში გარდაიცვალა. ეს კიბოზე მეორე გამარჯვებიდან 18 წლის შემდეგ მოხდა.
ჩარლზ III-ის ბაბუა, მეფე ჯორჯ VI, ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. იგი ბევრს ეწეოდა. ამას მეფობის სტრესი დაემატა, რომელიც ორ მსოფლიო ომს მოიცავდა. მას საბოლოოდ 1940-იანი წლების ბოლოს დაუსვეს ფილტვის კიბოს დიაგნოზი. 1951 წლის 23 სექტემბერს ქირურგმა კლემენტ თომასმა ჯორჯ VI-ს მთელი ფილტვი ამოიღო, რადგან ის მძიმედ იყო დაზიანებული.
მეფე ამ დაავადებას რამდენიმე თვე ებრძოდა, მაგრამ ვინაიდან იმ წლებში ეფექტური მკურნალობა არ არსებობდა და დაავადება პროგრესირებდა, ელიზაბეტ II-ის მამა 1952 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად კორონარული თრომბოზი დასახელდა. უცნაური დამთხვევით, 2024 წლის 6 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩარლზ III-საც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს.
კიბოთი გარდაიცვალა მეფე ჯორჯ VI-ის ძმა, ედუარდ VIII (მან ძმის სასარგებლოდ უარი თქვა ტახტზე). ჩარლზ III-ის ბიძა ასევე ძლიერი მწეველი იყო, რის გამოც მას ხორხის კიბო განუვითარდა. როგორც მათი გარემოცვის წევრებმა განაცხადეს, დაავადებამ განვითარება 1971 წელს დაიწყო და ძალიან რთულად მიმდინარეობდა - ვინძორის ჰერცოგი პარიზის ვილაში საძინებლის სკამიდან თითქმის არ ადგებოდა და 40 კილოგრამამდე დაიკლო. ედუარდ VIII 1972 წლის 28 მაისს გარდაიცვალა.
თუკი ბრიტანელი მონარქების საგვარეულო ხეს უფრო შორს გავყვებით, გავიგებთ, რომ ჯორჯ VI-ისა და ედუარდ VIII-ის ბაბუას, ედუარდ VII-საც კიბო ჰქონდა. სიმსივნე ცხვირის ქვეშ აღმოაუჩინეს, მაგრამ წარმატებით მკურნალობდნენ რადიუმით. პრინცესა ვიქტორია, ედუარდ VII-ის და, რომელიც რვა შვილის დედა იყო, მკერდის კიბოთი 1901 წელს გარდაიცვალა.
რა თქმა უნდა, ასეთი სტატისტიკის შემდეგ საუბარი ვინძორის სახლის წყევლაზე დაიწყეს. მაგრამ ექიმები და გენეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ პრობლემის ფესვები ჯერ კიდევ კიბოს ფორმირების მემკვიდრეობით მიდრეკილებაშია. ვინაიდან დადასტურდა, რომ კიბოს გარკვეული ტიპები შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული გენით, ექსპერტებმა სწრაფად აღნიშნეს, რომ ნათესაური ქორწინება ზრდის რისკს.
ყველა კიბო არ არის მემკვიდრეობით მიღებული, მაგრამ გამოვლენილია გენები, რომლებიც ზრდის მკერდის, საკვერცხეების, პროსტატისა და ნაწლავების კიბოს განვითარების ალბათობას.
„როგორც ჩანს, ჩარლზ III-ს აქვს გარკვეული მემკვიდრეობითი გენი ორივე მხრიდან, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან, რასაც შეიძლება პროსტატის კიბო გამოეწვია. სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს დროს გენი BRCA1, BRCA2 ზრდის ამ დაავადებების განვითარების რისკს“, - აცხადებენ ონკოლოგები.