ეს კატლეტი საკმაოდ სასარგებლოა, ვინაიდან წიწიბურაზე მზადდება ეს კატლეტი საკმაოდ სასარგებლოა, ვინაიდან წიწიბურაზე მზადდება. წიწიბურა კი ცნობილია სასარგებლო თვისებებით. შეგახსენებთ ზოგიერთ მათგანს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ქოლესტერინის, შლაკებისა და მძიმე ლითონების გამოდევნას.
დიეტოლოგები შაქრიანი დიაბეტით, ანემიით და ჭარბი წონით დაავადებულებს ურჩევენ მენიუში წიწიბურა ჩართონ.
დაგჭირდებათ:
5 ჩაის ჭიქა წიწიბურა
100 მილილიტრი ზეთი
5-6 თავი ხახვი
0,5 კილოგრამი კარტოფილი
ქინძი და ოხრახუში თითო კონა
ხმელი დაფქული ქინძი, უცხო სუნელი, დაფქული ქონდარი თითო ჩაის კოვზი
შავი პური 400-500 გრ.
მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
წიწიბურას დაასხით 10 ჩაის ჭიქა წყალი, ზეთი, 2 ჩაის კოვზი მარილი და მოხარშეთ. როცა წყალი მთლიანად დააშრება, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. გაატარეთ ასევე უმი კარტოფილი, დამბალი შავი პური, მწვანილი.
მიღებული მასა შეანელეთ ხმელი სუნელებით, პილპილით, მარილით (თუ აკლია). გააკეთეთ პატარ-პატარა გუნდები და ამოავლეთ საფანელში (გამოიყენეთ ან პურის ფქვილი, ან სიმინდის ფქვილი ან დაფქული ორცხობილა) და შეწვით წეთში ორივე მხრიდან.