სტაფილოს კატლეტი პატარებისთვის - მშობლები

სტაფილოს კატლეტი პატარებისთვის

2014-06-11 05:57:26+04:00

რაც უფრო ხშირად გამოჩნდება სტაფილო ბავშვის მენიუში, მით უკეთესი სტაფილო კერატინისა და უჯრედისის შესანიშნავი წყაროა, ამიტომ არც უფრო ხშირად გამოჩნდება ის ბავშვის მენიუში, მით უკეთესი.

მასალა: 3 ცალი სტაფილი

3 ცალი ვაშლი

3 ჩაის კოვზი მანანის ფხვნილი

1-2 ჩაის კოვზი შაქარი

მწიკვი მარილი

ზეთი

დაფქული ორცხობილა ამოსავლებად

მომზადება: სტაფილო გავხეხოთ შედარებით წმინდა სახეხზე, ვაშლი კი მსხვილად. სტაფილო მოვშუშოთ ზეთში სრულ მომზადებამდე. დავამატოთ ვაშლი და კიდევ 5-7 წუთი ვშუშოთ. შევაზავოთ მარილით, შაქრით და დავუმატოთ მანანის ფხვნილი. კარგად ავურიოთ და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. მიღეული მასა გავაცივოთ და კატლეტების ფორმა მივცეთ. ამოვავლოთ ორცხობილაში და ორივე მხრიდან შევწვათ. ზემოდან შეგვიძლია მოვასხათ არაჟნის სოუსი, რომელიც მარტივად მზადდება: არაჟანს დავამატოთ ცოტა შაქრის პუდრა და ვანილი. ამის შემდეგ მოვასხათ კატლეტებს.

რჩევა: კატლეტების შეწვისას, ეცადეთ, ნაკლები ცხიმი გამოიყენოთ. უკეთესი იქნება თუ კატლეტებიან ტაფას ღუმელში მოათავსებთ და უცხიმოდ შებრაწავთ.