რუსკა ქარქაშაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა პატარა ზუკას დედა, სოციალურ ქსელში გამომწერებს უზიარებს შთაბეჭდილებებს და ამბებს მისი ახალი ცხოვრებიდან.
რუსკას თქმით, ძიძა არ ჰყავს აყვანილი და ის და მისი მეუღლე ლაშა მოწონელიძე ზრდიან ბავშვს. თანაბრად ზრუნავენ მასზე და ღამეებსაც თანაბრად ათენებენ. რუსკას პატარა ბუნებრივ კვებაზე ჰყავს. ორსულობისას 18 კილოგრამი მოიმატა და 10 კილოგრამი დაიკლო მშობიარობიდანა დღემდე. ამბობს, რომ მშობიარობაზე მეტად (რომელიც გაუტკივარებით გაიკეთა) პოსტსამშობიარო სირთულეების გადატანა უფრო გაუჭირდა. თუმცა ქმარი ყველაფერში ამხნევებს და გვერდში უდგას და მშობიარობასაც დაესწრო.