ადამიანები ხშირად უჩივიან გუნება-განწყობის დაქვეითებას და ამბობენ, რომ დეპრესია აქვთ. "მოთენთილი ვარ", "არაფრის ხალისი არ მაქვს", "რასაც ვაკეთებდი, ვეღარ ვაკეთებ" - ასეათი ჩივილები აქვთ ხოლმე უმეტესად. ასეთ დროს, როგორც წესი, ექიმს არავინ მიმართავს. თუმცა ეს ადამიანები ძალიან ხშირად ცდებიან, რადგან „დეპრესიულ“ ჩივილებს შეიძლება საკმაოდ სახიფათო მიზეზებიც ჰქონდეთ, მათ შორის ონკოლოგიურიც. ამის შესახებ ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში "დილა მშვიდობისა, საქართველო" ისაუბრა. მან რამდენიმე პათოლოგია ჩამოთვალა, რომლებიც შეიძლება დეპრესიის მსგავს სიმპტომებს იწვევდეს.
მისი ფუნქციის დაქვეითენა, ჰიპოთირეოზი, იწვევს დეპრესიასთან მიმსგავდებულ ნიშნებს. ადამიანს განწყობა უქვეითდება, ძალა აღარ აქვს, ეცვლება მადა, ძილის რეჟიმი.
ასეთ ადამიანებშიც მოსალოდნელია დეპრესიის ნიშნები. მათ მთელი ღამის განმავლობაში აპნოერს ეპიზოდები აქვთ, ანუ სუნთქვა პერიოდულად ჩერდება. თავის ტვინში ჟანგბადის მიწოდება მცირდება და დილით უკვე დაღლილი იღვიძებს.
ეს ხელს უშლის მამაკაცური ჰორმონებს, ანდროგენების წარმოქმნას. ასევე ტესტოსტერონის სწორ მეტაბოლოზმს. კაცისთვის კი დაქვეითებული ტესტოსტერონი იგივეა, მანქანას რომ ძრავა ამოუღო.
დიაბეტი სისხლძარღვებს აზიანებს, რითაც სხეულში ჟანგბადის მომარაგება ირღვევა და ენერგიაც ქვეითდება.
წნევის, არითმიის თუ სხვა პრობლემების გამო ადამიანები სისტემატურად იღებენ წამლებს. სწორედ ეს წამლები შეიძ₾ება იწვევდეს დეპრესიას. ასევე სტეროიდები და არასტეროდები - რაც გათვლილია სხვადასხვა ტიპის ანთებაზე. ალერგიის საწინააღმდეგო წამლები, კუჭის წყლულის და აკნეზე გათვლილი წამლები.
პანკრესის სიმსივნე, ლიმფომები და ფილტვის სიმსივნე დეპრესიისკენ მიდრეკილებით ხასიათდება.
ამ დროს სისხლში ბევრი რამ იცვლება, რასაც გუნება-განწყობის დაქვეითება ახლავს.
ტყვიის მაღალი შემცველობაც დეპრესიით ხასიათდება.
სამი ტიპის ვიტამინი არსებობს, რომელთა მეტობა ან ნაკლებობა დეპრესიულ მდგომარეობას იწვევს. ესაა B12, B1, D ვინამინები და ფოლიუმის მჟავა.