ქართველი მებრძოლი, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია გადაცემაში "ნოესთან" მამობისა და შვილის აღზრდის შესახებ საუბრობს:
- ჰუგო მყავს, რანდენიმე დღეში 4 წლის გახდება. მაგარი კაცია - მოსიყვარულე, თავმდაბალი, დინჯი, სერიოზული... მინდა, იმ კვალს გაჰყვეს, რაც მას გააბედნიერებს. მინდა, ბედნიერი იყოს. მე რომ ამ სპორტსი ვარ და გინდა, თუ არა, ისიც ამ სფეროში უნდა იყოს, ასეთი მენტალიტეტი საერთოდ არ მაქვს. ჩემი, როგორც მამის მიზანია ის, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს. რაც მას გააბედნიერებს, ყოველთვის შევუწყობ ხელს. მაგრამ, იმის უფლება არასდროს მივცემ, რომ არაფერი გააკეთოს და ამ ცხოვრებაში არაფრის სურვილი არ ჰქონდეს. იმიტომ, რომ ცხოვრებაში მშიშარა ბედნიერი არ არსებობს. ქართულს, რა თქმა უნდა, ვასწავლი. როცა ჩემს მშობლებთან, ჩემთანაა სულ ვცდილობთ, ქართულად ვესაუბროთ, ქართული ისწავლოს. საქართველოში მოინათლა... ჩემი მშობლები მკაცრები არ იყვნენ. ისინი ჩემთვის ყოველთვის მაგალითები იყვნენ იმაში, რომ უკეთესის ძებნა გამეგრძელებინა. რომ შეიძლება, უკეთესად ვიყო, რომ არ შევეგუო და არ დავჯერდე იმას, რაც მაქვს.