"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში ინციდენტი მოხდა 9 თებერვალს და დაზარალებული ბავშვის მშობელმა პოლიციაც ჩართო საქმეში. გავრცელებული ინფორმაციით, 6 წლის ბავშვი, რომელიც სხვა ქვეყნიდან იყო ჩამოყვანილი, სავარაუდოდ, თანაკლასელებმა ცემეს, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია და სხვა ბავშვების მშობლები ამ ფაქტს უარყოფენ.