0-5 წლის ასაკის ბავშვებისათვის გეგმური ამბულატორიული მომსახურება უფასოა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაწეული გეგმური ამბულატორიული მომსახურება პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 100%-ით ფინანსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში, 0-5წლის ასაკის ბავშვებისათვის 100%-ით ფინანსდება:
- ოჯახის ან უბნის ექიმის და ექთნის მომსახურება, საჭიროების შემთხვევაში, მათი მომსახურება ბინაზე;
- პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინაციით უზრუნველყოფა (აცრა-ვიზიტი);
- ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკფაქტორების შეფასება;
- პრევენციული ღონისძიებები;
- დაავადებათა დიაგნოსტიკა და მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ბინაზე მომსახურებს;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმპ) სოციალური ექსპერტიზისათვის, კერძოდ, შშმპ-ის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო გამოკვლევები, გარდა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევებისა;
- სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, სამედიცინო ცნობის, დასკვნის და რეცეპტების გაცემა;
- ფტიზიატრიული, ფსიქიატრიული და ენდოკრინული პაციენტების გამოვლენა და რეფერალი სპეციალიზებულ დაწესებულებაში;
- ინკურაბელური და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მეთვალყურეობა;
- სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება ბინაზე.
0-5 წლის ასაკის ბავშვს, ოჯახის ექიმის მიმართვით, 100%-ით აუნაზღაურდება:
- ენდოკრინოლოგის, ოფთალმოლოგის, კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, გინეკოლოგის, უროლოგის, ქირურგის კონსულტაცია;
- ამბულატორიულ დონეზე, ექიმის დანიშნულებით, სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული გამოკვლევები;
- ელექტროკარდიოგრაფია;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდსასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია;
- გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია;
- ძვლების რენტგენოგრაფია.
გარდა აღნიშნულისა, 0-5 წლის ასაკის ბავშვს, ექიმის დანიშნულებით, 100%-ით უფინანსდება შემდეგი ამბულატორიული კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები:
- სისხლის საერთო ანალიზი;
- შარდის საერთო ანალიზი;
- გლუკოზა პერიფერიულ სისხლში;
- კრეატინინი;
- ჰემოგლობინი;
- ქოლესტერინი სისხლში;
- შრატში ლიპიდების განსაზღვრა;
- განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე;
- პროთრომბინის დრო (INR);
- ღვიძლის ფუნქციური სინჯები: ALT, AST;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი TSH.
სახელმწიფოს მიერ 0-5 წლის ასაკის ბავშვების გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება100 %-ით ფინანსდება;
გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება:
- ინტენსიური თერაპია და კრიტიკული მდგომარეობების მართვა - ღირებულების 100%-ით;
- 450-ზე მეტი სახის გადაუდებელი მდგომარეობა, რომელიც შესაბამისი ნუსხითა განსაზღვრული - ღირებულების 80%-ით (გარდა ნეონატალური ასაკისა);
- ყველა სხვა გადაუდებელი და სასწრაფო მდგომარეობის მართვა - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 80%-ით (გარდა ნეონატალური ასაკისა).
ინფექციური დაავადების მართვა:
- ინფექციური დაავადებები - DRG ღირებულების 80%-ით (გარდა ნეონატალური ასაკისა);
- ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებული კრიტიკული მდგომარეობები/ინტენსიური თერაპია - ღირებულების 100%-ით.
მიუხედავად მომსახურების კატეგორიებისა, სახელმწიფოს მხრიდან 100%-ით ანაზღაურდება:
- მიზნობრივ ჯგუფებში შემავალი ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული სერვისი;
- ნეონატალური ასაკის ბავშვების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება და ამ ასაკში დაწყებული შემთხვევები.
გეგმური ქირურგია:
- გეგმური ქირურგიული ოპერაციების წლიური ლიმიტი- 15 000 ლარი.
- ონკოქირურგიული და კარდიოქირურგიული ოპერაციები ფინანსდება პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის 100%-ით;
- სხვა ქირურგიული ოპერაციები - პროგრამით ასანაზღაურებელი თანხის- 80%.
ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობა:
- ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიასა და სხივურ თერაპიას ყველა ბავშვს სახელმწიფო 100%-ით უფინანსებს;
- ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიული მკურნალობის წლიური ლიმიტი - 25 000 ლარი.
ინფორმაციას ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე:
დამატებითი ინფორმაციისათვის კი შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 05