გუშინ თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე 46 წლის გახდა. დაბადების დღე მას უამრავმა ადამიანმა მიულოცა, თუმცა ყველაზე აღსანიშნავი მეუღლის მილოცვა იყო. მოდელმა და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ საყვარელ მეუღლეს და მისი ოთხი ვაჟის მამას ემოციური ვიდეო მიუძღვნა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის გვერდით საუკეთესო მამაკაცია: "დაბადების დღეს ვულოცავ საუკეთესო მამაკაცს!"