მომღერალი ირაკლი ნოზაძე (მეტსახელად პიკასო) და მისი მეუღლე - ფსიქოლოგი ია დუდაშვილი ორ შვილს ზრდიან ერთად. დღეს ირაკლი ნოზაძეს დაბადების დღე ჰქონდა და მეუღლემ საოცარი სიურპრიზი მოუწყო - მეგობრებთან ერთად მოქეიფეს მიართვა "ყველაზე ძვირფასი საჩუქარი". როგორც ია ყვება ვიდეოში, ბოლო პერიოდში რომ ჰკითხა ირაკლის დაბადების დღის საჩუქარზე, ასეთი პასუხი მიიღო: "საჩუქარზე რომ ვეკითხებოდი რა უნდოდა - ერთი გოგო ან ბიჭი მაჩუქეო". ასე რომ, საჩუქრად მიტანილ პატარა კოლოფში იყო პატარა ტორტი, რომელიც იუწყებოდა, რომ ია ორსულად არის და მალე წყვილს ვაჟი ან გოგონა ეყოლება.