ინფლუენსერი, სამი შვილის დედა თი მაჭავარიანი წერს სკოლებში პრობლემებზე, რომელიც მის ერთ-ერთ შვილსაც შეეხო. თი თავის შვილსაც ასწავლის, თუ როგორ უნდა მოიქცეს, როცა მის დაჩაგვრას და შეურაცხყოფას ცდილობენ სკოლაში, და სოციალურ ქსელში გამომწერებსაც მიმართავს:
"მიეცით თქვენს შვილებს თავდაჯერებულობა, რომ თავისი თავი დაიცვან და პატარაობიდანვე იპოვონ ხმა და ძალა!თუ ოჯახში პატარა ბულერი გეზრდებათ, დროულად მოსვით თავის ადგილზე, დიდობაში ძვირად დაუჯდება... სკოლებში რა ხდება საერთოდ?? რას აკეთებთ?? ცოტა თვალები და ყურები გააფართოვეთ და აზრზე მოდით!!!"
როგორც ცნობილია, თი მაჭავარიანი დაშორდა მეუღლეს რამდენიმეთვიანი ქორწინების შემდეგ და კვლავ მარტოა სამ შვილთან ერთად. ხშირად აღნიშნავს, რომ ძალიან ბედნიერია მათთან და ისინი აძლიერებენ.
"ეს სამი რომ არა, მე ძალიან ბევრჯერ დავნებდებოდი და აქ აღარც ვიქნებოდი... წარმოდგენაც კი არ აქვთ, რამდენჯერ გადავურჩენივარ... ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მათთვის და მათი მოტივაციით ვაკეთებ! მადლიერი ვარ, რომ მათი დედა ვარ. ჩემს თავს ვულოცავ დედის დღეს!" - წერს თი.