ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მშვენიერი ქალიშვილისა და დედის ფოტოებს აქვეყნებს და ამბობს, რომ მისი ქალიშვილი მარიამი ბებიას ძალიან ჰგავს. "თუ ამბობთ, რომ მარიამი ლამაზია, იმიტომ რომ ბებოს ჰგავს", - წერს ნინი. თუმცა ფაქტია, თავად ნინიც ძალიან ჰგავს დედას და გენეტიკური სილამაზით სამივე თაობის ქალბატონები გამოირჩევიან.