2024 წელი არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. თითოეული მათგანი კი, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ადამიანებზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ერთ-ერთ ყველაზე გასათვალისწინებელი პერიოდი 25 მარტიდან იწყება და 8 აპრილამდე გაგრძელდება. აღნიშნულ დროს სასწორი-ვერძის ღერძზე დაბნელების დერეფანია.
25 მარტს სასწორი ნიშანში სავსე მთვარეც იქნება და დაბნელების დერეფანიც წყება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე არსებულ ურთიერთობებს, პარტნიორობასა თუ შეთანხმებებს მკაფიოდ და ზუსტად გაარკვევს. წარსულში დატოვებული ურთიერთობები, არამომგებიანი საქმეები, არასაჭირო ხელშეკრულებები საბოლოოდ დასრულდება და თქვენს ცხოვრებაში თავის ადგილს იპოვის. ურთიერთობებში სიცხადის პერიოდი იწყება. ამ დღეს ენერგია დაქვეითებულია, ემოციური ფონი კი მომატებული. ახალი საქმეების დაწყება არ ღირს, 25 მარტი მთლიანად ძველი ციკლის საბოლოოდ დასრულებისაკენ გიბიძგებთ.
ბევრისთვის სავსე მთვარე და სასწორი ნიშანში დაბნელება ნოსტალგიური იქნება და შესაძლოა, სევდაც იგრძნოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ დაბნელება წარსულის კვანძში ხდება. ისეთი შეგრძნება გექნებათ, თითქოს თქვენი ცხოვრების ერთ თავს საბოლოოდ ხურავთ. 25 მარტი გაჩვენებთ აუცილებლობას, რომ საბოლოოდ დაასრულოთ ის, რაც თქვენთვის ადრე ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა დანიშნულება დაკარგა... ეს მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს არ ეხება, საუბარია საქმიან ურთიერთობებზეც და სხვადასხვა ადამიანთან მეგობრობაზეც.ამ პერიოდში შესაძლოა, ყველა "გაბზარული" კავშირი სამუდამოდ დაიშალოს. განაგრძეთ კითხვა