ყველა მშობელს სურს, შვილისთვის დაბადების დღე დაუვიწყარი იყოს, რისი მიღწევაც ბავშვთა გასართობი ცენტრების საშუალებით კიდევ უფრო მარტივია. შთამბეჭდავი დეკორაციები, სახალისო თამაშები და საყვარელი გმირები პატარებს თავიანთ დღეს ნამდვილ დღესასწაულად უქცევთ.
რომელ გასართობ ცენტრში წავიყვანოთ ბავშვი, რათა დაბადების დღე მხიარულად გაატაროს? Hotsale.ge გვიზიარებს მოთხოვნადი ბავშვთა გასართობი ცენტრების ჩამონათვალს, სადაც საუკეთესო პროგრამითა და მაღალი ხარისხის სერვისთან ერთად, დიდ დანაზოგსაც მიიღებთ.
ივენთ კომპანია GO STAR მომხმარებლებს შთამბეჭდავი ღონისძიებებით უკვე 7 წელია ანებივრებს.
„ჩვენ ვქმნით იმპროვიზაციას, ვიგონებთ და ვახორციელებთ ახალ იდეებს. მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ იხილოთ შეუდარებელი ცეცხლის შოუ, საპნის ბუშტების შოუ, ანიმატორები ოჩო ფეხებზე და ცოცხალი ქანდაკება, ნებისმიერ ასაკზე მორგებული პროგრამა”, - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა. აღონისძიებათა კომპანია GO STAR იკავებს ერთ – ერთ წამყვან პოზიციას ივენთ ინდუსტრიაში და გარდა ბავშვთა გასართობი პროგრამისა, თავის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა ფორმატის ღონისძიების ჩატარებას: კორპორაციული საღამო, ფესტივალი, დაბადების დღე,ქორწილი, ნათლობა და სხვა მრავალი.
ივენთ კომპანიას „პანდას“ გუნდი შედგება მხოლოდ პროფესიონალი და გამოცდილი ანიმატორებისა და წამყვანებისგან, რაც ჩვენი ორგანიზაციის ხარისხის და საიმედოობის გარანტიაა.
„თითოეულ მშობელს შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო სურს. და ბავშვთა წვეულების მოწყობით ცდილობს, შვილს შეუქმნას დაუვიწყარი ზღაპარი. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ცოდნას, ვასრულებთ სცენარების მოდერნიზაციას, რაც დღესასწაულებს არასტანდარტულს ხდის.
Panda - დღესასწაულს ხელოვნებად აქცევს:
რა არის მთავარი ბავშვთა წვეულებაში?
რა თქმა უნდა, მხიარული ანიმატორი,მხიარული კონკურსები, თამაშები, სიურპრიზები, საჩუქრები და უნიკალური შოუ - კიდევ რა სჭირდებათ ბავშვებს, რომ ბედნიერები იყვნენ?
„ჯოიფული“ პატიჟებს ბავშვებს წარმოუდგენელი თავგადასავლების და გართობის ქვეყანაში, სადაც საშუალება გეძლევათ მოაწყოთ საბავშვო წვეულებები, აღნიშნოთ დაბადების დღეები და სხვა დღესასწაულები.
ჩვენ მზად ვართ შემოგთავაზოთ ჩვენი ანიმატორების გუნდი, რომელიც გახდის თქვენს დღესასწაულს მხიარულსა და დაუვიწყარს:
R