ინტელექტის ტესტი: თუ ამ მინიმუმ 8 სწორი პასუხი მაინც გექნებათ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების 70%-ზე უფრო ჭკვიანი ხართ - მშობლები

ინტელექტის ტესტი: თუ ამ მინიმუმ 8 სწორი პასუხი მაინც გექნებათ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების 70%-ზე უფრო ჭკვიანი ხართ

2024-03-21 13:23:56+04:00

ჩვენი სამყარო იმდენად მრავალფეროვანია, რომ საინტერესო ფაქტებს შესაძლოა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შევხვდეთ. დღეს წარმოგიდგენთ ინტელექტუალურ ტესტს, რომელიც თქვენს ცოდნას სხვადასხვა მიმართულებით შეამოწმებს. თუ 10 შეკითხვიდან, მინიმუმ 8-ს სწორად უპასუხებთ, ეს ნიშნავს, რომ ადამიანების 70%-ზე უფრო ჭკვიანი ხართ:

1-1711013755.jpeg

1. საშუალოდ, ჩვენი პლანეტის მცხოვრებლები ცხოვრებაში ამას 20 160 წუთს, ანუ მთელ 14 დღეს უთმობენ. რაზეა საუბარი?

  • ოცნებაზე
  • სიცილზე
  • კოცნაზე

2. რას ეძახიან ყველაზე პატარა, დაბალი სიმაღლის მქონე ხალხს?

  • ბალბეის
  • შუმერებს
  • პიგმეებს

3. ამ ბოსტნეულის მოსანელებლად ორგანიზმი იმაზე მეტ კალორიას ხარჯავს, ვიდრე მისგან იღებს. რომელ ბოსტნეულზეა საუბარი?

  • გოგრაზე
  • კომბოსტოზე
  • ბოლოკზე

4. რა არის ადამიანის წამწამების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა?

  • 3 დღე
  • 3 კვირა
  • 3 თვე

5. რომელ ქალაქში ცხოვრობს მილიონერების უმეტესობა?

  • ბანგკოკში
  • მოსკოვში
  • ლონდონში

6. ამ ქვეყანაში არის სოფელი, რომელსაც სიტყვასიტყვით „ჯოჯოხეთს“ ეძახიან. რომელ ქვეყანაზეა საუბარი?

  • პორტუგალიაზე
  • ნორვეგიაზე
  • მაკედონიაზე

7. ადამიანის დნმ 50%-ით იდენტურია...

  • ბანანის
  • ქათმის
  • ჭრიჭინის

8. ბერძენი ფილოსოფოსი სიცილისაგან გარდაიცვალა იმიტომ, რომ ამ მოვლენას უყურებდა. რაზეა საუბარი?

  • როგორ ჩხუბობდა ორი ქალი
  • როგორ ჭამდა ვირი ლეღვს
  • როგორ თოვდა ზაფხულში

9. რომელი მარცვლეულისგან მზადდება კუსკუსი?

  • სიმინდისგან
  • ხორბლისგან
  • ჭვავისგან

10. რის პატივსაცემად მიიღო სახელი Apple-ის კომპიუტერების ხაზმა "მაკინტოში"?

  • ქოლგის
  • ვაშლის ჯიშის
  • დასახლებული პუნქტის

სწორი პასუხები:

  1. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ, საშუალოდ, ადამიანები კოცნას ცხოვრების 20 160 წუთს, ანუ სრულ 2 კვირას უთმობენ.
  2. ეკვატორული აფრიკის ტყეებში მცხოვრებ პიგმეების სახელწოდება ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც "მუშტის ზომის ხალხი".
  3. კომბოსტო ე.წ. უარყოფითი კალორიული საკვებია. მის მოსანელებლად ორგანიზმი იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე იღებს.
  4. ადამიანის წამწამების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 90 დღე, ანუ დაახლოებით 3 თვეა.
  5. მოსკოვსა და მის შემოგარენში 104 ათასი მილიონერი ცხოვრობს, რაც მთლიანი რაოდენობის 42%-ია.
  6. ნორვეგიაში, ლონკეს რაიონში, არის ერთი სოფელი, რომელსაც "Hell", ანუ ჯოჯოხეთი ჰქვია.
  7. ადამიანის დნმ ბანანის დნმ-ს 50%-ით იდენტურია.
  8. ეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე III საუკუნეში მოხდა. ბერძენმა ფილოსოფოსმა, სახელად ქრისიპუსმა, როდესაც დაინახა, როგორ ჭამდა ვირი ლეღვს, იმდენი იცინა, რომ გარდაიცვალა.
  9. დღესდღეობით, კუსკუსს უხშირესად ხორბლისაგან ამზადებენ. ადრე ფეტვს იყენებდნენ, თუმცა ახლა ხორბალს ანიჭებენ უპირატესობას.
  10. Mac არის პოპულარული ვაშლის ჯიში ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელსაც მისი შემქმნელის, ჯონ მაკინტოშის სახელი ეწოდა. Macintosh, Mac Apple-ის კომპიუტერების ხაზია. მან სახელი მაკინტოშის ვაშლის ჯიშის პატივსაცემად მიიღო.