რა ხდება ორგანიზმში, როცა რა მნიშვნელობა აქვს ხილ-ბოსტნეულის ფერს და რაში გვეხმარება კონკრეტული ფერის საკვები
როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ხილ-ბოსტნეულის ფერებსაც მნიშვნელობა აქვს, როცა მათ ჯანმრთელობაზე გავლენას ეხება საქმე. სხვადასხვა ფერის ხილ-ბოსტნეული განსხვავებული მიმართულებით გვეხმარება. კერძოდ:
ნარინჯისფერი პროდუქტები აუმჯობესებენ მხედველობასა და აჯანსაღებენ იმუნურ სისტემას.
მწვანე ფერის პროდუქტები ჯანსაღად კვებაში გვეხმარებიან, აუმჯობესებენ იმუნურ სისტემას და ებრძვიან ქრონიკულ დაავადებებს.
წითელი ფერის პროდუქტები კანის სიჯანსაღესა და ჯანმრთელობას ხელს უწყობენ და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებენ.
ლურჯი ფერის პროდუქტები კი ტვინის მუშაობას, სისხლის მიმოქცევის სისტემას აუმჯობესებენ და ანთებითი პროცესების განვითარებას აფერხებენ.