პოდიუმზე ქალებთან ერთად ბავშვებიც გამოჩნდნენ დოლჩე და გაბანას შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე წარადგინეს და მთლიანად დედებს მიეძღვნა. როგორც მოდის კრიტიკოსები წერდნენ, ეს იყო ნამდვილი ჰიმნი დედებისთვის. ბოლო ორი სეზონია დიზაინერები ოჯახურ ურთიერთობებზე აკეთებენ აქცენტს სარეკლამო კამპანიებშიც, ახლა კი მოდის ჩვენებაც დედებსა და ორსულ ქალბატონებს მიუძღვნეს. იტალიური ბრენდის ახალი კოლექციის ჩვენებაზე პოდიუმზე ქალებთან ერთად ბავშვებიც გამოჩნდნენ და მართლაც მშვენიერი დეფილე გამოვიდა.